სოფლის მეურნეობა
სიღნაღში კალიის საწინააღმდეგო შეწამვლა მიმდინარეობს
სიღნაღის მუნიციპლიტეტში კალიის განვითარების ადრეული ფაზა გამოვლინდა. მავნებელი მწერის განვითარების შესაჩერებლად, მიწის ფართობების კალიების საწინააღმდეგო საშუალებებით შეწამვლა დაიწყო.

შეწამვლის სამუშაოებს სურსათის ეროვნული სააგენტო, სპეციალიზებული ტექნიკით და შესაბამისი პრეპარატის გამოყენებით აწარმოებს. ბოლო წლების განმავლობაში, კახეთის რეგიონში იტალიური და მაროკოული კალია გავრცელდა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კულტურების საშიში მავნებელია. კალიების ეს ტიპები ფართოდ არის გავრცელებული ჩრდილოეთ აფრიკაში, სამხრეთ ევროპაში, შუა და დასავლეთ აზიაში.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კალია / სიღნაღი /