სოფლის მეურნეობა
სეტყვამ წინანდალი, ვანთა და ბუშეტი დააზარალა
ძლიერმა ქარმა და სეტყვამ, რომელიც ნახევარ საათზე მეტხანს გრძელდებოდა,სოფლები წინანდალი, ვანთა, ბუშეტი და ქვ. ხოდაშენის ნაწილი დააზარალა.

სეტყვის შედეგად 50-დან 90 პროცენტამდეა განადგურებული ვენახები, ხეხილი, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურები. ადგილობრივები ამაბობენ, რომ წელს ყურძნის მოსავლის გარეშე დარჩებიან.
,, ასეთი ძლიერი ქარი არ გვახსოვს, ზედ სეფყვაც დაერთო და წარმოიდგინეთ რას უზავდა ვენახს, როცა კაკალსაც კი გასცვივდა ნაყოფი. ახლა.მზწ რომ დახედავ, ვენახს უარესს უზამს. სეტყვა კი რომლიც წუხელ 12 საათზე მოვიდა ეზოს ჩრდილიან ასფილებშნისევ დევს. აღარც სიმინდი, პომიდორი და ლობიო შეგვარჩინა, დაზღვეულიც არ გვქონდა, რადგან ჰექტრები არ გვაქვს და მცირე ფართობის დაზღვევა არ გვიფიქრია" განცხადა წინანდლის მკვიდრმა კაკო ძულიაშვილმა

უამინდობით გამოწვეულმა ნიაღვარმა სოფ. წინანდალის ცენტრალურ გზაზე ქვა-ღორღი ჩამოიტანა, რომლის გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინრეობს. სტიქიისგან დაზარალებულ სოფლებში დილიდან მუშაობს თელავის მერიის მუდმივმოქმედი კომისია და ზარალს ითვლის.

| Print |
FaceBook Twitter Google