სოფლის მეურნეობა
შეხვედრა ნუშისა და კაკლის მწარმოებელ ფერმერებთან
ნუშისა და კაკლის ასოციაციამ გურჯაანში საინფორმაციო და გაცნობითი სახის სემინარი გამართა. შეხვედრას გურჯანის მუნიციპალიტეტის ფერმერები ესწრებოდნენ, სადაც ორგანიზაციის სტრატეგიული გეგმა განიხილეს და დარგის სპეციალისტებს რეკომენდაციები მისცეს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ზურაბ ხოჭოლავას განმარტებით, ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაცია წევრ ფერმერებს სხვადასხვა მიმართულებით დაეხმარება.

„ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციამ, მწარმოებლებს წარუდგინა ორგანიზაციის სტრატეგიული გეგმა და გაწევრიანებისთვის აუცილებელი პირობები და სერვისები გააცნო. ასოციაცია დაფუძნდა 2018 წელს, მაგრამ რეალურად სოფლის მეურნეობის პროგრამის დაფინანსებით მოხდა მისი გაძლიერება. ის მწარმოებელს და გადამამუშავებელს დაეხმარება, რომ მოიყვანოს ევროსტანდარტის ხარისხის მოსავალი, რომელსაც შემდეგში ექსპორტზე გავიტანთ. “

მისივე თქმით, მსგავსი შეხვედრები საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაიმართება.

| Print |
FaceBook Twitter Google