სოფლის მეურნეობა
კახეთში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების 52 მაღაზია დააჯარიმეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა კახეთში, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების 52 მაღაზიაში ეტიკეტირების წესის დარღვევის, ვადაგასული პრეპარატების განთავსებისა და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ფაქტები გამოავლინეს. შედეგად ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და უხარისხო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაცია აეკრძალათ.

როგორც უწყებაში განმარტავენ, სურსათის ეროვნული სააგენტო უხარისხო და ფალსიფიცირებული ქიმიკატების ბაზრიდან ამოღების მიზნით, განაგრძობს სარეალიზაციო ობიექტების კონტროლს, მიმდინარე წელს დაგეგმილია 300-მდე ნიმუშის აღება და ლაბორატორიული გამოკვლევა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე რეგიონში სულ 130 სპეციალიზებული მაღაზია შეამოწმეს.
| Print |
FaceBook Twitter Google