სოფლის მეურნეობა
ექსპორტზე 4615 ტონა ატამია გასული
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 4 ივლისის მდგომარეობით საქართველოდან ექსპორტზე გასულია 4615 ტონა ატმის და ვაშლატამის მოსავალი.

დღეის მდგომარეობით უმაღლესი ხარისხის ვაშლატამას ფასი სამაცივრე მეურნეობებში 1,30 ლარიდან 1,70 ლარამდე მერყეობს, ხოლო ატმის - 1 ლარიდან, 1,30 ლარამდე. ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა, გასული წლის მსგავსად, “ერთი ფანჯრის პრინციპით” ხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ წელს, სოფელ ჩუმლაყში 40-მდე სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებს

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ატამი / კახეთი /