სოფლის მეურნეობა
თელავში ნუშის და კაკლის მწარმოებელ ფერმერებთან შეხვედრა გაიმართება
ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაცია, ხვალ 15 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტში, შეხვედრას მართავს ნუშის და კაკლის მწარმოებელ ფერმერებთან და დარგით დაინტერესებულ პირებთან.
ასოციაციის წევრები ისაუბრებენ ასოციაციის და ორგანიზაციის წევრობის პრიორიტეტებზე, ნუშის და კაკლის აგროკულტურების განვითარების მნიშვნელობაზე და არსებული პრობლემების შესახებ. ფერმერებისთვის გაიცემა აგროკონსულტაციები კითხვა პასუხის რეჟიმში

მისამართი: თელავის მუნიციპალიტეტი, სოფლების ნაფარეულისა და ჯუღაანის კვეთა, ლოპოტას გადასახვევი
საკონტაქტო ინფორმაცია: 511 14 66 00

| Print |
FaceBook Twitter Google