სოფლის მეურნეობა
დასეტყვილ ყურძენს ქარხნები დღეიდან იბარებენ
გუშინ ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტების 15-მდე სოფელში, ძლიერმა სეტყვამ ვენახების 80-დან 100%-მდე გაანადგურა.
ქალაქ გურჯაანში სტიქიამ დააზარალა სოფლები: ვაჩნაძიანი, კალაური, შაშიანი, ვაზისუბანი, ველისციხე, ახაშენი, ძირკოკი და ქალაქი გურჯაანი.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი შეხვდა დაზარალებულ მოსახლეობას და ნაკვეთები დაათვალიერა. როგორც მან განმარტა, დაზიანებული ვენახებისა და ერთწლიანი კულტურების ჯამური ფართობი დაახლოებით 2000 ჰექტარს მოიცავს.

„დეპუტატთან და მერობის კანდიდატთან ერთად ვენახებში დავდივარ და ვათვალიერებთ. ბატონმა დავით სონღულაშვილმა მოახერხა, ის, რომ ქარხნები გახსნილიყო და დაზიანებული ყურძენი მიეღოთ. დღეს დასეტყვილ ყურძენს იბარებს: სპირტის ქარხანა და აკურა. ისინი რქაწითელს-50 თეთრად, ხოლო საფერავს ლარში მიიღებენ. ეს არის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა.“- აღნიშნა მან. 

მისივე თქმით, რაც შეეხება ზუსტ ზარალს, კომისია ითვლის და შედეგი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

| Print |
FaceBook Twitter Google