სოფლის მეურნეობა
ქართული ღვინის ხარისხი ვენახიდან და ყურძნიდან იწყება - ლევან მეხუზლა
ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუციის გამო, რთველი -2021 განსაკუთრებულ გარემოში მიმდინარეობს, მიუხედავად ამისა, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავჯდომარე, ლევან მეხუზლას შეფასებით, მოწეულ მოსავლს ქარხნები ორგანიზებულად იბარებენ.

17 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 130 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, რაც საპროგნოზო მოსავლის დაახლოებით 50%-ია და 2-ჯერ მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. კახეთში, 13 ათასამდე მევენახემ ყურძნის რეალიზაციით 120 მლნ ლარამდე შემოსავალი უკვე მიიღო.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა მოქმდებს. პროგრამის მიზანია, პანდემიით გამოწვეული ვითარება უარყოფითად არ აისახოს მევენახე ფერმერებზე და ღვინის მწარმოებლებზე, სრულად დაბინავდეს ყურძნის მოსავალი. რთველი 2021-ის ფარგლებში, სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და 1 კგ. ყურძენში მევენახეს არანაკლებ 0,90 ლარს გადაუხდის.



„სამწუხაროდ, რთველის დასაწყისში მოვიდა სეტყვა და დააზიანა ყვერლის, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების საკმაოდ დიდ ფართობზე-თითქმის 5 ათასამდე ჰა-ზე გაშენებული ნარგავები, რამაც ფაქტობრივად, გავლენა იქონია რთვლის მიმდინარეობაზე. პირველ რიგში, დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება დავიწყეთ. სეტყვამ მოსავლის რაოდენობაც შეამციარა და შეიძლება ითქვას, რომ შარშანდელთან შედარებით, ნაკლები მოსავალი გვაქვს. აქვე აღვნიშნავ, რომ წლის დასაწყისშივე, ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ფერმერებთან, თითქმის სოფელ-სოფელ დავდიოდით, რომ მათ აქცენტი გაეკეთებინათ არა რაოდენობაზე, არამედ ხარისხზე და შესაძლოა, ამის გამოცაა, რომ წლევანდელი ყურძენი არის საკმაოდ კარგი, იშვიათია, რომ არაკონდიციური შეგვხვდეს. ღვინის ხარიხის სწორედ ვენახიდან და ყურძნის ხარიხიდან იწყება. რაც შეეხება ნასეტყვ ყურძენს, სასპირტე წარმოებისთვის, დაახლოებით 1 კვირაში მოხერხდა მისი ქარხნებისთვის ჩაბარება, ხოლო შემდგომ, დაიწყო ზარალის ანაზღაურების პროცესი.

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ იმ ფერმერებს, რომლებსაც საერთოდ გაუნადგურდათ მოსავალი და მოსავლის ჩაბარება ვერ მოახერხეს, მისცენ ანაზღაურება 1 ჰექტარზე 3000 ლარის ოდენობით, ხოლო მათ ვისაც მცირე მოსავალი დარჩა, შესაბამისად შეუვსონ თანხა 3000 ლარამდე გადაანგარიშებით. 20 სექტემბრამდე მიმდინარეობს განაცხადების მიღება და ამის შემდეგ, დაიწყება სპეციალურად შექმნილი კომისიის გასვლა ადგილზე. დარწმუნებით შემიძლია, ვთქვა, რომ ამ თანხას დაზარალებულები წლის ბოლომდე მიიღებენ“- აღნიშნავს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავჯდომარე.


ვენახების კადასტრის პროგრამა სატესტო რეჟიმში 2018 წელს ამოქმედდა „ქინძმარაულისა“ და „ყვარლის“ მიკროზონებში. 2019 წლიდან, ვენახების კადასტრის ამონაწერით ყურძენს „ქინძმარაულის“, „ახაშენის“, „ყვარლის“ და „მუკუზნის” მიკროზონების მევენახეები აბარებდნენ. წელს ეს პროგრამა კახეთის მასშტაბით ამოქმედდა.

ლევან მეხუზლას შეფასებით, კადასტრის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს: „არ ჩაბარებულა არცერთი გრამი ყურძენი კახეთში კადასტრის გარეშე, ამჟამადაც ჩვენი ოპერატორები გაშლილი არიან მთელს რეგიონში და ვისაც სჭირდება, გასცემენ შესაბამის ამონაწერებს. რაც შეეხება ცნობებს, ცნობები სჭირდებათ იმ ფერმერებს, რომლებმაც ვერ მოახერხეს კერძო სექტორში ყურძნის ჩაბარება და უწევთ სახელმწიფო საწარმოში, კომპანიაში მიტანა. კომერციული- სარეალიზაციო ყურძენი, უნდა იყოს კადასტრით ჩაბარებული, გარდა შინა მოხმარებისა. თუ მომავალ წელს გადაწყვეტთ რეალიზაციას კადასტრი მაინც საჭიროა. წელს კადასტრის პროგრამის სამუშაოები დასრულდება კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში, მომდევნო 2022-23 წლებში გაგრძელდება მთელი საქართველოს მიმართულებით“.

ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, მთავრობამ „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ დაამტკიცა. რა მიმართულებით შეუწყობს ხელს ღვინის ბიზნესის განვითარებას აღნიშნული პროგრამა- სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავჯდომარე, ლევან მეხუზლა განმარტავს:
„ქართული ღვინის პოპულარიზაციის პროგრამა როგორც ასეთი, 2013 წელს შეიქმნა და მას შემდ მოქმედებს ღვინის ეროვნულ სააგენტოში, ჩვენ ამ პროგრამის ფარგლებში, ვახდენდით ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას, ეს ხდებოდა ძირითადად, გამოფენების, იმპორტიორების, ღვინის სპეციალისტების, ღვინოზე მწერალი ჟურნალისტების ჩართულობით. ჩვენ არ ვმუშაობდით მომხმარებელზე. წელს ამ პროგრამას დაემატა ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. რომელიც გათვლილია კერძო კომპანიებზე. ის, ვინც მარკეტინგში დახარჯავს თანხას და შეძლებს გაზარდოს ექსპორტი კალენდარულ წელიწადში, აუნაზღაურდება ამ მიმართულებით დახარჯული თანხის ნაწილი. ვფიქრობთ, ეს დაგვეხმარება ჩვენი ბაზრების მეტ დივერსიფიცირებაში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს მარკეტინგული დანახარჯები უნდა იყოს, არა დსთ-ს (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა) ქვეყნებზე.
პროგრამით განსაზღვრული მხარდაჭერა მოიცავს ქსელურ სავაჭრო ობიექტებში შესვლის მიზნით განხორციელებულ სხვადასხვა მარკეტინგულ, ასევე სავაჭრო ქსელებსა და ღვინის სპეციალიზირებულ მაღაზიებში გაყიდვების სტიმულირების ღონისძიებებს.

მწარმოებლის გადასაწყვეტია, რომელი ღვინით შევა უცხოურ ბაზარზე, პროგრამის ეს კომპონენტი მისცემს სტიმულს კერძო კომპანიებს აქტიურად ჩაერთონ მარკეტინგულ კამპანიებში, საზღვარგარეთის - დასავლეთის ან აზიის ბაზრებზე.

საქართველო გამოირჩევა ღვინის მრავალფეროვნებით და ამიტომ, სავსებით შესაძლებელია, უცხოურ ბაზრებს შევთავაზოთ ჩვენი უნიკალური ღვინო, რომელიც განსაკუთრებულია თავისი თვისებებით. რა თქმა უნდა, კონკრეტული ქვეყნისთვის საინტერესო და გაყიდვადი უნდა იყოს. სწორედ ამიტომ ვთვლით, რომ ეს პროგრამა წარატებით იმუშავებს.“



ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურად აგრძელებს ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებს, რაც ასახულია კონკრეტულ ციფრებში: 2021 წლის 8 თვეში, საქართველოდან მსოფლიოს 59 ქვეყანაში 65 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული. ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 145 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 13%-ით მეტია, 19%-ით გაზრდილია ექსპორტირებული ღვინის რაოდენობაც.
ექსპორტირებულია 22 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 21%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 40,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (ზრდა 8%).

ექსპორტირებულია 570 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 115% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,3 მლნ აშშ დოლარს აღწევს; ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 91% შეადგინა.
ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 234 მლნ აშშ დოლარი შემოსავალი, რაც 18%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

[R]

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
23-დან 25 თებერვლამდე, პორტუგალიის ქალაქი პორტო უმასპინძლებს
ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენას Simplesmente Vinho.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ ღონისძიებაზე ამაყად გამოირჩევა
ღვინის სამშობლოს სტატუსით.
23-დან 25 თებერვლამდე, პორტუგალიის ქალაქი პორტო უმასპინძლებს ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენას Simplesmente Vinho. აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ ღონისძიებაზე ამაყად გამოირჩევა ღვინის სამშობლოს სტატუსით.
16:20 / 23.02.2024
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის
პოპულარიზაციის ღონისძიებები საერთაშორისო ბაზრებზე 2024 წელს კიდევ
უფრო გააქტიურდება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები საერთაშორისო ბაზრებზე 2024 წელს კიდევ უფრო გააქტიურდება.
16:47 / 08.02.2024
საქართველოში წელს IWSC (International Wine and Spirits Competition)
კონკურსი მეორედ ჩატარდა, სადაც 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო
მონაწილეობდა. წელს კონკურსზე ქართულ ღვინოებთან ერთად სომხეთსა და
აზერბაიჯანში წარმოებული ღვინოებიც იყო წარმოდგენილი.
საქართველოში წელს IWSC (International Wine and Spirits Competition) კონკურსი მეორედ ჩატარდა, სადაც 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო მონაწილეობდა. წელს კონკურსზე ქართულ ღვინოებთან ერთად სომხეთსა და აზერბაიჯანში წარმოებული ღვინოებიც იყო წარმოდგენილი.
21:26 / 04.12.2023
საქართველოში რთველი 2023 დასასრულს უახლოვდება - მევენახეობის
ერთ-ერთ მთავარ რეგიონში, კახეთში ყურძენი უკვე დაბინავებულია.
საქართველოში რთველი 2023 დასასრულს უახლოვდება - მევენახეობის ერთ-ერთ მთავარ რეგიონში, კახეთში ყურძენი უკვე დაბინავებულია.
15:22 / 19.10.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 27 °C
img
საგარეჯო 14 / 28 °C
img
დ.წყარო 13 / 27 °C
img
სიღნაღი 14 / 29 °C
img
ლაგოდეხი 13 / 25 °C
img
ყვარელი 14 / 27 °C
img
თელავი 13 / 29 °C
img
ახმეტა 13 / 29 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.