სოფლის მეურნეობა
26 ნოემბერს „აგროტურისტული ფესტივალი 2021“ გაიმართება
26 ნოემბერს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, აგროტურიზმის პოპულარიზაციისა და საბაზო კავშირების ხელშეწყობის მიზნით ფესტივალი გაიმართება.
ღონისძიების ორგანიზატორია „რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაცია“ პროექტ GRETA-ს მხარდაჭერით, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მიერ. ფესტივალის პარტნიორები არიან, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია, ტურიზმის ეროვნული სააგენტო და ღვინის ეროვნული სააგენტო.

ფესტივალის მიზანია, ადგილობრივ ბაზარზე, მაღალმთიან რეგიონებში, სასტუმრო და სარესტორნო სექტორსა და აგრომწარმოებლებს შორის საბაზრო კავშირების დამყარება და აგროტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის სფეროების ცნობიერების ამაღლება და მისი პოპულარიზაცია. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხის, მესტიის, ტყიბულის, ჭიათურის და საჩხერის მუნიციპალიტეტებიდან 100-მდე ფერმერის ადგილობრივი პროდუქტები როგორიცაა ღვინო, თაფლი, ლორი, ყველი, კარტოფილი, ჩაი და ა.შ.

„აგროტურისტული ფესტივალი 2021“ გაიმართება ღია სივრცეში, ამბროლაურის მუნიციპლაიტეტის ცენტრალურ სკვერში. ღონისძიებას ოფიციალურად გახსნიან საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, შვედეთის და ავსტრიის საელჩოების მაღალი რანგის წარმომადგენლები, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის გუბერნატორი და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი.


ღონისძიებაზე დაცული იქნება COVID-რეგულაციები.
| Print |
FaceBook Twitter Google