სოფლის მეურნეობა
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია საერთაშორისოდ აკრედიტირებულია
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდები სრულად შეესაბამება საერთაშორისო მოთხოვნებს. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის საქმიანობის სფერო სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს, ესენია: ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკა, სურსათის კვლევა და მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკა.

ლაბორატორია აკრედიტებულია და აკმაყოფილებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტს ISO (ისო) 17025. ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგები ვალიდურია როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო დონეზე.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის პერსონალი ყოველწლიურად წარმატებით გადის პროფესიულ საკვალიფიკაციო ტესტირებებს. ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდები კი, საერთაშორისოდ აკრედიტირებულია“,-ვკითხულობთ განცხადებაში.
| Print |
FaceBook Twitter Google