სოფლის მეურნეობა
დააზიანებს თუ არა ხეხილის ბაღებს თოვლი და ყინვა
თუკი ყინვა -3, -4 გრადუსს არ გადაჭარბებს, მაშინ ხეხილის ბაღებს საფრთხეს არ შეუმნის. ამის შესახებ speqtri.ge-ს სოფლის განვითარების სააგენტოს გურჯაანის საკონსულტაციო საინფორმაციო სამსახურის წამყვანმა სპეციალისტმა გიორგი აბესაძემ განუცხადა.
-"ხალხს შიში აქვს, რომ ხეხილის ბაღები გაფუჭდება. თუ ყინვები არ დაიჭირა, მაშინ შიში უსაფუძვლოა. -3, -4 გრადუსი  თუ გაგრძელდება რამდენიმე დღე, ეს რა თქმა უნდა, დააზიანებს. დღევანდელი მოცემულობით, ეს ამინდი საშიში არ არის. არც წუხელ ყოფილა ყინვა და არც დღესაა მოსალოდნელი. ასეთი ამინდი მარცვლოვანი კულტიურებისთვის ძალიან კარგია. ვენახს რაც შეეხება,  -15 გრადუს ყინვას უძლებს. არ მგონია ყინვები დაიჭიროს, დღე გადიდდა და მაინც გაზაფხულია,"- განაცხადა speqtri.ge-სთან  გიორგი აბესაძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google