სოფლის მეურნეობა
გურჯაანში სტიქიის შედეგები ცნობილია - დასეტყვილია 2375 ჰექტარი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილმა კომისიამ სეტყვისგან მიყენებული ზარალი უკვე დაითვალა.
როგორც speqtri.ge-ს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, ხვიჩა სიმონიშვილმა განუცხადა, სოფელ ველისციხეში, ჩუმლაყსა და ახაშენში 2375 ჰექტარი ფართობი დაისეტყვა.

"დასეტყვილია ვენახები, გარგარისა და ატმის ბაღები, სიმინდი და ბოსტნეული, სულ მთლიანობაში 2 375 ჰექტარია, დაზღვეული კი მხოლოდ 214 ჰექტარი იყო. სხვადასხვა ადგილას პროცენტული დაზიანება სხვადასხვაგვარია. 100%-იანი ზარალი არსად არ გვაქვს, 50-დან 80%-მდეა. ზარალის ანაზღაურების ერთადერთი ბერკეტი დაზღვევაა. ხალხი უნდამიხვდეს, რომ აუცილებლად ჩაერთოს დაზღვევაში,"- აღნიშნა ხვიჩა სიმონიშვილმა.

ჩვენ სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც დვუკავშირდით. უწყებაში ამბობენ, რომ იმ ფერმერების დახმარების საკითხთან დაკავშირებით, რომელთაც მოსავალი დაზღვეული არ აქვთ, რამე კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.




| Print |
FaceBook Twitter Google