სოფლის მეურნეობა
სიღნაღის მუნიციპალიტეტში რთველი 2022 დაიწყო
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ წნორში არსებულ ყურძნის გადამამუშავებელ ქარხანაში, ყურძნის მიღება მიმდინარეობს.
მერიის ცნობით, წელს, ყურძნის მიღებას ღვინის მწარმოებელი რამდენიმე კერძო კომპანიაც განახორციელებს.

მათივე თქმით, 2022 წელს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 25 000 ტონამდე რქაწითელის და 56 00 ტონამდე საფერავის მოსავალს ელოდებიან.

ცნობისთვის, მთავრობა რთველს წელსაც დაასუბსიდირებს,  რქაწითელისა და კახური მწვანის სუბსიდირებაზე ბიუჯეტიდან ჯამში 150 მლნ ლარი დაიხარჯება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, სუბსიდირების პროგრამის მიზანია სრულად დაბინავდეს ყურძნის მოსავალი და შენარჩუნდეს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების დინამიკა.

მათივე ცნობით, სუბსიდირების პროგრამის მხარდაჭერით, მოსავლის რეალიზაციას 25 ათასამდე მევენახე ფერმერი შეძლებს.

რაც შეეხება ყურძნის ღირებულებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კილოგრამი რქაწითელის ჯიშის ყურძენი 90 თეთრზე ნაკლები არ ეღირება. აღსანიშნავია, რომ სუბსიდირება არ შეეხება საფერავის ჯიშის ყურძენს.
| Print |
FaceBook Twitter Google