სოფლის მეურნეობა
„ჩვენი მთავარი ამოცანაა რომ თითოეულმა მევენახემ სრულად დააბინაოს მოსავალი“-ოთარ შამუგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია კახეთის სახელმწიფო რწმუნებულ, გიორგი ალადაშვილთან ერთად, სოფელ ბუშეტსა და ოჟიოში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი ფერმერების ვენახები დაათვალიერეს და რთველშიც მიიღეს მონაწილეობა.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ თითოეულმა მევენახემ სრულად დააბინაოს მიღებული მოსავალი. სწორედ ამიტომ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩვენ წელსაც ვახორციელებთ სუბსიდირებას რქაწითელის და კახური მწვანის ყურძენზე. ეს მხარდაჭერა აუცილებელია იმისათვის, რომ, ერთი მხრივ, დიდი რაოდენობის მოსავალი სრულად იქნას დაბინავებული და, მეორე მხრივ, ჩვენ შევინარჩუნოთ მისაღები ფასები. ვფიქრობთ, რომ 300 მლნ ლარამდე შემოსავალს მიიღებს დაახლოებით 25,000 ოჯახი კახეთში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში, მევენახე თემურ ქალიაშვილს საკარმიდამო ნაკვეთში გაშენებულ რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძენის მოსავლის ნაწილს პირადი მოხმარებისთვის წურავს, ხოლო ნაწილს ღვინის საწარმოს აბარებს. როგორც თემურ ქალიაშვილმა აღნიშნა, მოსავლის ნაწილი მან ყოველგვარი შეფერხების გარეშე უკვე ჩააბარა.

ოთარ შამუგიას განცხადებით, რქაწითელის შემთხვევაში, ფასი დაფიქსირდა 95 თეთრიდან 1,1 ლარამდე, ხოლო საფერავის შემთხვევაში, ფასები მერყეობს 1,5 ლარიდან 1,7 ლარამდე




| Print |
FaceBook Twitter Google