სოფლის მეურნეობა
უკვე დაბინავებულია 65 000-ზე მეტი რქაწითელი და 50 000 ტონამდე საფერავი - ოთარ შამუგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია კახეთში იმყოფებოდა. მინისტრმა ადგილობრივი ფერმერების ვენახები მოინახულა, დაათვალიერა ის ღვინის კომპანიები, სადაც ყურძნის მიღების პროცესი გრძელდება და რთველშიც მიიღო მონაწილეობა.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ კახეთში სტუმრობისას განაცხადა, სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა, მოსავალი სრულად იყოს დაბინავებული.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ თითოეულმა მევენახემ სრულად დააბინაოს მიღებული მოსავალი. სწორედ ამიტომ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩვენ წელსაც ვახორციელებთ სუბსიდირებას რქაწითელის და კახური მწვანის ყურძენზე. ეს მხარდაჭერა აუცილებელია იმისათვის, რომ, ერთი მხრივ, დიდი რაოდენობის მოსავალი სრულად იქნას დაბინავებული და, მეორე მხრივ, ჩვენ შევინარჩუნოთ მისაღები ფასები. ვფიქრობთ, რომ 300 მლნ ლარამდე შემოსავალს მიიღებს დაახლოებით 25,000 ოჯახი კახეთში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქვე მინდა აღვნიშნო ფასებთან დაკავშირებით, რომ ხარისხიან ყურძენზე არის დიდი მოთხოვნა; რქაწითელის შემთხვევაში, დაფიქსირდა 95 თეთრიდან 1,1 ლარამდე ფასები, ხოლო საფერავის შემთხვევაში, ფასები მერყეობს 1,5 ლარიდან 1,7 ლარამდე“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე ჩაიბარეს ქარხნებმა.

„ გადამუშავებულია 120 ათას ტონაზე მეტი ყურძენი; მათ შორის, 65,0000-ზე მეტი რქაწითელი, 50,000 ტონამდე საფერავი და დანარჩენი სხვა ჯიშის ყურძენი. ვფიქრობთ, რომ კახეთში 300 მლნ ლარამდე შემოსავალს მიიღებს დაახლოებით 25 000 ოჯახი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რთველის პროცესი ორგანიზებულად და შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს,“- განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მინისტრის განცხადებით, ქართული ყურძენის ხარისხის გაუმჯობესება მნიშვნელოვანია, რაც მის საერთაშორისო რეპუტაციასა და ფასს განაპირობებს.

„ჩვენ, წლების განმავლობაში, არაერთ პროექტს ვახორციელებთ იმისთვის, რომ ყოველწლიურად გავაუმჯობესოთ ღვინის ხარისხი. ასევე ვმუშაობთ მარკეტინგის კუთხით. ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს ღვინის ექსპორტში, მათ შორის წელსაც, მიუხედავად რეგიონში არსებული მდგომარეობისა, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი გაზრდილია. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო პოლონეთი, სადაც 40-45%-იანი ზრდა გვაქვს; პოლონეთი ექსპორტში მეორე ადგილს იკავებს,” - განაცხადა ოთარ შამუგიამ.



მინისტრმა კახეთში სტუმრობისას, სოფელ ბუშეტსა და ოჟიოში ადგილობრივი ფერმერების ვენახები დაათვალიერა და რთველშიც მიიღო მონაწილეობა.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში, მევენახე თემურ ქალიაშვილს საკარმიდამო ნაკვეთში რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძენი აქვს გაშენებული. მოსავლის ნაწილს პირადი მოხმარებისთვის წურავს, ხოლო ნაწილს ღვინის საწარმოს აბარებს. როგორც თემურ ქალიაშვილმა აღნიშნა, მოსავალი მან ყოველგვარი შეფერხების გარეშე უკვე ჩააბარა.




სოფელ ოჟიოში, ბექა ნახუცრიშვილს საკუთრებაში 26 ჰა ფართობზე ვენახი აქვს და სხვადასხვა დასახელების ღვინოს აწარმოებს.
ფერმერმა სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებით ისარგებლა და ღვინის მარნის მოსაწყობად 52 000 ლარზე მეტი საგრანტო დაფინანსება და 230 000 ლარის ოდენობით შეღავათიანი აგროკრედიტი მიიღო. მან, მექანიზაციის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 25 000 ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა შეიძინა. მარანი, წლიურად, 10 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს, რომლის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება, თუმცა, მომავალში ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე გეგმავს.

ოთარ შამუგია, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად, კომპანიის „მხოლოდ კარგი ღვინოები“ იტალიური წარმოების ღვინის ჩამოსხმისა და ეტიკეტირების სპეციალური შეკვეთით დამზადებული მანქანის მუშაობის სპეციფიკასაც გაეცნო.



როგორც მობილური საწარმოს მფლობელმა, ვასილ მანაგაძემ აღნიშნა, სპეციალიზებული მანქანის მომსახურების საშუალებით, მცირე და საშუალო ზომის მარნებს წვდომა აქვთ მაღალტექნოლოგიურ დანადგარებზე, რომელიც მევენახეებს უმცირებს პროდუქციის თვითღირებულებას და ზრდის მათი პროდუქციის საბოლოო ფასს.

აღსანიშნავია, რომ მობილური სერვისით აღჭურვილი მანქანა ოთხი თვეა ოპერირებს და 30-მდე მარანს უკვე გაუწია მომსახურება.
შპს „ბექაურის ვენახები“, რომელსაც მინისტრი ასევე სტუმრობდა, 100 ჰექტარზე მეტ ვენახს ფლობს ახმეტის, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში. კომპანიამ 3 მლნ ლარის ღირებულების შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა; კომპანიაში, ჯამში, 50 ადამიანია დასაქმებული. „ბექაურის ვენახები“, წელს 60 000-მდე ბოთლი ღვინის რეალიზაციას ჩინეთის ბაზარზე გეგმავს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წლების მსგავსად, წელსაც რთველის შტაბი კოორდინაციას უწევს რთველის ორგანიზებულად ჩატარებას, ჩასაბარებელი ყურძნის აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის უზრუნველყოფის სამუშაოებს. ყურძნის აღრიცხვა ერთიან ელექტრონულ სისტემაში მიმდინარეობს, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2013 წლიდან დაინერგა და მას შემდეგ ეფექტიანად ფუნქციონირებს.

ამ დროისთვის რთველი აქტიურ ფაზაშია კახეთის უმეტეს მუნიციპალიტეტში, გარდა საგარეჯოსი, რომელიც რთველის პროცესში, ტრადიციულად, მოგვიანებით ერთვება.



[R]

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღევანდელი მდგომარეობით უკვე
გადამუშავებულია 170 ათასი ტონა ყურძენი და დაახლოებით 200 მლნ ლარის
შემოსავალი მიიღეს კახელმა მევენახეებმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღევანდელი მდგომარეობით უკვე გადამუშავებულია 170 ათასი ტონა ყურძენი და დაახლოებით 200 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს კახელმა მევენახეებმა.
16:42 / 28.09.2023
მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, რთველის მხარდასაჭერად,
სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება. სახელმწიფო
სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც 2023 წლის რთველის
განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ
არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის და/ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც 2023 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის და/ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს.
13:32 / 21.09.2023
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 სექტემბრის მდგომარეობით,
რთველი 2023 წლის ფარგლებში, გადამუშავებულია 40 ათასამდე ტონა
ყურძენი. მათგან 23 ათას ტონამდეა რქაწითელი, 15 ათას ტონამდე -
საფერავი, 1,5 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა
ჯიშებია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 სექტემბრის მდგომარეობით, რთველი 2023 წლის ფარგლებში, გადამუშავებულია 40 ათასამდე ტონა ყურძენი. მათგან 23 ათას ტონამდეა რქაწითელი, 15 ათას ტონამდე - საფერავი, 1,5 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშებია.
13:50 / 11.09.2023
6 სექტემბრის მდგომარეობით, რთველი 2023 წლის ფარგლებში, ჯამში
გადამუშავებულია 20 ათასამდე ტონა ყურძენი. აქედან, 11 ათას ტონამდე
რქაწითელი, 7,5 ათას ტონამდე საფერავი და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის
ყურძენია. - ინფორმაციას ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო
ავრცელებს.
6 სექტემბრის მდგომარეობით, რთველი 2023 წლის ფარგლებში, ჯამში გადამუშავებულია 20 ათასამდე ტონა ყურძენი. აქედან, 11 ათას ტონამდე რქაწითელი, 7,5 ათას ტონამდე საფერავი და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. - ინფორმაციას ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
11:31 / 06.09.2023
სამართალი
ნადირობის სეზონის დაწყებიდან (19 აგვისტო) 31 აგვისტოს ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით უკანონო ნადირობის 97 ფაქტი გამოვლინდა. მათგან კახეთში 7 ფაქტი დაფიქსირდა.
11:30 / 05-09-2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
12:06 / 04-09-2023
სოფლებში, ანთოკსა და მარიამჯვარში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოების დასრულდა.
15:32 / 27-07-2023
ეკონომიკა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში საბავშვო და სპორტული მოედნები (სატრენაჟორო სივრცე) მოეწყობა. უკვე გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული კომპანია.
12:27 / 29-09-2023
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
11:08 / 26-09-2023
სხვა ამბები
გურჯაანის N12 ოლქში 17 საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა დაფიქსირდა. 50234 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 13442-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 26.76%-ია.
18:20 / 01-10-2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ის მინიმალური ნდობა, რომელიც შენარჩუნებული იყო პრეზიდენტსა და პრემიერს შორის, დაკარგულია.
17:09 / 28-09-2023
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით მიმდინარე წელს ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგის - 100%-იანი, 70%-იანი და 50%-იანი გრანტის მქონე აბიტურიენტები დაასაჩუქრეს. მათ ერთჯერადი ფულადი ვაუჩერი და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
12:29 / 19-09-2023
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს შეთავაზებულ ზოგიერთ სერვისსა და ვადებს შეახსენებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
16:51 / 16-09-2023
„ჩემთვის ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან ბოლო 10 წელი სწავლასთან შეხება აღარ მქონია, წარსულში კი განათლება სრულიად სხვა სფეროში მივიღე“, — ამბობს ოლექსანდრა ლისა უკრაინიდან. EU4Youth პროგრამის დახმარებით, მან წელს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მდებარე ნატოლინის ევროპის კოლეჯი დაამთავრა.
15:42 / 16-09-2023
გურჯაანელმა სპორტსმენებმა, ყაზახეთში გამართულ მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე, - 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
15:08 / 12-09-2023
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 7 / 19 °C
img
საგარეჯო 6 / 15 °C
img
დ.წყარო 4 / 15 °C
img
სიღნაღი 7 / 20 °C
img
ლაგოდეხი 4 / 17 °C
img
ყვარელი 7 / 19 °C
img
თელავი 7 / 16 °C
img
ახმეტა 7 / 15 °C
img
კალენდარი
«« დეკემბერი 2023 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.