გარემოს დაცვისა და სოფლის მეუნეობის სამინისტროს ინფორმაციით, თხილის
წარმოების ხელშეწყობის ახალი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა.
მათივე თქმით, სუბსიდიის მისაღებად, საქართველოს მოქალაქე, ფიზიკურ
პირს საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში უნდა გააჩნდეს ჯამურად
არანაკლებ 0.2 ჰა არაუმეტეს 3 ჰა თხილის ბაღი.
• სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 500 ლარით 1 ჰა თხილის ბაღზე
გადაანგარიშებით
• პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებზე სუბსიდიის გაცემა მოხდება ლიბერთი
ბანკის აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით.
• ქულების დარიცხვა დაიწყება 2023 წლის გაზაფხულზე. სპეციალიზებულ
აგრომაღაზიებში დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2023 წლის
31 აგვისტო.
• მეთხილე ფერმერებმა, ფინანსური დახმარების მისაღებად, 2022 წლის 7
ნოემბრიდან 2023 წლის 31 იანვრამდე უნდა მოახდინონ თხილის ბაღების
რეგისტრაცია თხილის კადასტრში.
• პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა
თვითმმართველი ქალაქებისა
• თხილის კადასტრის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელთა სოფლებში ვიზიტი
დაგეგმილია შესაბამისი გრაფიკით
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ
ბმულზე.
მასალის გამოყენების პირობები