საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია,
საზოგადოებაში არსებული მაღალი ინტერესიდან
გამომდინარე, ფეიბუქ-
გვერდზე ავრცელებს განცხადებას ქართული ხორბლის
მოსავლის ჩაბარებასთან დაკავშირებით.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს წისქვილკომბინატების
ეტაპობრივ ამუშავებასთან და ქართული ხორბლის მოსავლის აღებასთან
ერთად, თანდათან მოსავლის ჩაბარების პროცესიც აქტიურდება. ხორბლის
ჩაბარება ხორციელდება როგორც ასოციაციის წევრი, ასევე არაწევრი
კომპანიების მიერ.
ასოციაციის განმარტებით, ქართველ ფერმერებს აინტერესებთ, როგორ
მიმდინარეობს ჩაბარების პროცესი. ინტერესი ძირითადად უკავშირდება
წისქვილებს, რომლებიც იბარებენ ხორბალს, რა ფასი აქვს შესაბამისი
ხარისხის პროდუქტსა და ა.შ.
„შესყიდვის პროცესისადმი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ
გვინდა გავაკეთოთ განმარტება წისქვილკომბინატების მიერ ქართული
ხორბლის მიღების ორ ძირითად კომპონენტზე: ხარისხსა და ფასზე და ასევე
მოსავლის შესყიდვის პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით
1. ხორბლის ხარისხი-ხორბალი აუცილებლად უნდა იყოს სასურსათო
დანიშნულების. ხორბლის ყველა პარტია, როგორც იმპორტირებული, ასევე
ქართული მოწმდება წისქვილკომბინატების ლაბორატორიების მიერ,
შეესაბამება თუ არა იგი სასურსათო ხორბლის პარამეტრებს.
წისქვილკომბინატების მიერ ხდება მხოლოდ სასურსათო ხორბლის შესყიდვა,
რეგლამენტში გაწერილი ხარისხობრივი კლასების მიხედვით (სტანდარტის
მიხედვით მე-3 და მე- 4 კლასის ხორბალი არის სასურსათო, მე-5 კლასი და
შემდგომი უკვე არის არასასურსათო ანუ საფურაჟე ხორბალი )
-წისქვილების მუშაობის ტექნოლოგია და საქართველოს ფქვილის ტექნიკური
რეგლამენტი კატეგორიულად კრძალავს წისქვილების მიერ არასასურსათო (
საფურაჟე) ხორბლის გადამუშავებას ფქვილად.
-ხორბლის ანალიზის გადამოწმების შესაძლებლობა -წისქვილში გაკეთებული
ანალიზის პასუხის ერთი ეგზემპლარი ეძლევა ფერმერს. თუ ფერმერს არ
აყმაყოფილებს ანალიზის პასუხი არის ფართო შესაძლებლობა, გადამოწმდეს
პასუხი , როგორც ჩვენი წისქვილების სხვა ლაბორატორიებში ასევე ათობით
დამოუკიდებელ ლაბორატორიაში ქვეყნის მასშტაბით ( ანუ პროცესი სრულიად
გამჭვირვალეა )
2. ხორბლის ფასი -დღევანდელი ფასი ბაზარზე 650 ლარი /ტონის ფარგლებში
მერყეობს და ფორმირებულია ანალოგიური ხარისხის საქართველოში
იმპორტირებული ხორბლის ხარისხიდან გამომდინარე (საბაზისოდ ითვლება მე
3 კლასის ხორბლის პარამეტრები იქედან გამომდინარე , რომ ასოციაციის
კომპანიების მიერ იმპორტირებული ხორბლის უმეტესი წილი სწორედ ამ
კლასისაა) .
3.ხორბლის ჩაბარების პროცესის გამჭვირვალობა -ჩვენთვის ძალზედ
მნიშვნელოვანია პროცესის გამჭვირვალობა, შესაბამისად , ფერმერებისა და
წისქვილკომბინეტების ღია და პირდაპირი კომუნიკაცია სასურსათო ხორბლის
ჩაბარების კუთხით,“ - ვკითხულობთ ასოციაციის განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნული საკითხებიდან გამომდინარე, საქართველოს
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია აქვეყნებს კომპანიების
სიასა და საკონტაქტო ტელეფონის ნომრებს, რომელთა სიაც პერიოდულად
განახლდება. ამასთან, ასოციაცია სთხოვს ქვეყნის ფერმერულ
გაერთიანებებსა და ასოციაციებს აქტიურად შეუწყონ ხელი პროცესს და
აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდონ წისქვილკომბინატებსა და ელევატორებს,
რათა კომუნიკაცია ორივე მხრიდან აქტიური და გამჭვირვალე იყოს.
ასოციაცია როგორც საქართველოს ფერმერებს, ასევე საზოგადოებას
პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას ხორბლისა და ფქვილის ბაზარზე
მიმდინარე პროცესების შესახებ.
განცხადებაში მითითებული წისქვილებისა და ელევატორების
საკონტაქტო ინფორმაცია:
ბევრილი ჯგუფი თბილისი -595 18 00 44
ჯეომილი თბილისი -577 96 77 77
გლობალმილინგი თბილისი - 598 24 44 42
აგროექსპორტი თბილისი - 555 75 85 84
ბარაქა თბილისი - 579 77 77 10
გვრიტა თბილისი - 599 50 56 52
პროგრესი რუსთავი - 599 55 47 32, 574 11 09 21
აგროსისტემები მარნეული - 577 47 81 81
ჯეო გრეინი მარნეული - 599 00 02 22
კარმენი - 599 14 24 99
ქართული მარცვალი გორი - 511 53 75 53
გვანცა გორი - 599 32 14 41
წნორის წისქვილი - 599 90 83 91
ოქროს თავთავი წნორი - წნორის ელევატორი - 591 33 63
70
დედოფლისწყაროს ელევატორი - 595 18 00 44
შპს წნორი - 597 98 28 98
ზესტაფონი - 557 30 10 30
ბეღელი სენაკი - 579 77 77 10
ლიდერი ქუთაისი - 592 96 03 96
ცერერა ზუგდიდი - 599 14 80 55
ბევრილი ჯგუფი ფოთი - 595 18 00 44
გურიაექსპრესი ოზურგეთი - 599 55 09 21
ბარაქა 2005
-
ბათუმი - 577 41 24 30.,577 17 83 00
იმპერიალი -
ბათუმი - 577 27 11
11
ნაშ 3 ბათუმი - 577 42 61 01
ურეხი ბათუმი- 599 586 444
სამსუნი ბათუმი- 593 63 70 50, 555 33 01 04, 790 60
15
ორცვა ბათუმი- 599 52 08 99
მასალის გამოყენების პირობები