სოფლის მეურნეობა
ამ დროისთვის კახეთში 40 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 სექტემბრის მდგომარეობით, რთველი 2023 წლის ფარგლებში, გადამუშავებულია 40 ათასამდე ტონა ყურძენი. მათგან 23 ათას ტონამდეა რქაწითელი, 15 ათას ტონამდე - საფერავი, 1,5 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშებია.

როგორც სააგენტოში ამბობენ, დაზიანებული ყურძნის ჩაბარებაზე მევენახეებს პრობლემები არ ექმნებათ.

„მოსავალი საწარმოებს 4500-მა მევენახემ ჩააბარა. შეუფერხებლად მიმდინარეობს სექტემბრის თვეში სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოსული სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარება. სახელმწიფო ღვინის საწარმოს შპს "მოსავლის მართვის კომპანიის" მიერ გადამუშავებულია 6,4 ათასამდე ტონა დაზიანებული ყურძენი. მევენახეები შპს "მოსავლის მართვის კომპანიას" დაზიანებულ ყურძენს 90 თეთრად აბარებენ. ყურძნის გადამუშავების პროცესში ყოველდღიურად ჩართულია 60-მდე ღვინის საწარმო, რთველის დაწყებიდან დღემდე კი ჯამურად 115-მა საწარმომ გადაამუშავა ყურძენი. “ - განმარტავენ სააგენტოში.

მათივე ცნობით, რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია ღვინის 300 კომპანია, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან რთველის პროცესში.
| Print |
FaceBook Twitter Google