ტურიზმი
საქართველოსა და ესპანეთს შორის პირდაპირი ფრენები განახლდა
31 ოქტომბრიდან საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდა.

ავიაკომპანია Wizz-air-ი ქუთაისის აეროპორტიდან ბარსელონამდე პირდაპირ რეისებს ასრულებს. საქართველოს მოქალაქეებს ესპანეთში გამგზავრება ტურისტული მიზნებითაც შეუძლიათ.

კომპანიის ინფორმაციით, ნებისმიერი ვაქცინით ორჯერ აცრილ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარზე წარადგენენ Covid-19 ბარათს QR-კოდით შეუძლიათ ესპანეთში გამგზავრება.

ასევე გამგზავრებამდე 48 სთ-ით ადრე აუცილებელია სამედიცინო კონტროლის ონლაინ ფორმის შევსება და მიღებული QR-კოდის საზღვარზე წარდგენა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ახალი მიმართულებები და სიხშირეები ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, კვლავ დაემატება.

| Print |
FaceBook Twitter Google