ტურიზმი
დღეიდან აშშ სრულიად ვაქცინირებულ ვიზიტორებს მიიღებს
დღეს გაუქმდა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დადებული შეზღუდვა ქვეყანაში ვიზიტორების ჩასვლასთან დაკავშირებით. რაც ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვიდან 20 თვის შემდეგ აშშ დღეს პირველად მიიღებს ორჯერადად ვაქცინირებულ ადამიანებს. -ინფორმაციას აღნიშნულ საკითხზე BBC ავრცელებს.



საავიაციო კომპანიები ელოდებიან ვიზიტორების დიდ ნაკადს, ვინაიდან შეზღუდვა მოიხსნა.



პარიზის ერთ-ერთი ავიაკომპანიის დირექტორი, ჯერომ თომანი BBC-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ კარგი მოლოდინები აქვს იმიტომ, რომ მისმა გუნდმა დაინახა „წარმოუდგენელი“ ზრდა ჯავშნებზე.

ახალი რეგულაციების გათვალისწინებით, ვიზიტორებმა საზრვარზე უნდა წარადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ფრენამდე არაუმეტეს სამი დღით ადრე აღებული ტესტის უარყოფითი პასუხი და საკუთარი საკონტაქტო ინფორმაცია. ვიზიტორებს აღარ მოუწევთ კარანტინის გავლა.
| Print |
FaceBook Twitter Google