სამართალი
თელავის სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ამოქმედდება
დღეს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რეფორმის შესახებ დისკუსია  გაიმართა.
ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ისტორიის და მნიშვნელობის შესახებ სტუდენტებს ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი მელაძე და კანადის ვილფრედ ლორიელის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნიკოლაი კოვალევი ესაუბრნენ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში 2010 წლიდან მოქმედებს. ამ პერიოდიდან დღემდე სასამართლომ მათი დახმარებით 22 საქმე განიხილა. მათ შორის იყო საზოგადოებისათვის ცნობილი, არაერთი გახმაურებული საქმე, თუ საჯარო მოხელეების წინააღმდეგ გამართული პროცესები.

2017 წლის იანვრიდან, თბილისისა და ქუთაისის გარდა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო კიდევ 5 ქალაქის : ბათუმის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავისა და გორის რაიონულ სასამართლოებში ამოქმედდება.


| Print |
FaceBook Twitter Google