ახალი ამბები
ჟურნალისტთა ასოციაცია „მეცენატი“ გიწვევთ ტრენინგზე


ჟურნალისტთა ასოციაცია „მეცენატი“ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს: „ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის“.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სამდღიანი საგანმანათლებლო ტრენინგ-სემინარი საარჩევნო თემატიკაზე, რომელიც გაიმართება სასტუმროში, ახაშენი-ღვინის კურორტი(მის; გურჯაანი სოფ. ახაშენი).

ტრენინგი მოიცავს შემდეგ მოდულებს: არჩევნების მნიშვნელობა, ახალგაზრდების როლი საარჩევნო პროცესებში; საარჩევნო პროცედურები; საკუთარი უფლება-მოვალეობები; თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები; საარჩევნო სისტემები; პოლიტიკური პარტიების როლი არჩევნებში და სხვ.

მონაწილეობისთვის ვიწვევთ 17-28 წლის ახალგაზრდებს კახეთის რეგიონიდან. ტრენინგზე დასწრება, სასტუმრო და კვება უფასოა. მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ სამოტივაციო წერილი პირადი ინფორმაციის მითითებით ელექტრონულ მისამართზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it და სათაურის ველში მიუთითონ - Training.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 551303567 ნატალია ბარბაქაძე


| Print |
FaceBook Twitter Google