საზოგადოება
მწვანე ნარგავები სანაპიროს ზოლზე [Photos]
დღეს გურჯაანში "გლეხური ბაზრის" მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციამ გამწვანების და დასუფთავების აქცია გამართა.

"დღევანდელი აქცია არის გამოხმაურება გურჯაანის თვითმმართველობის ბოლო გადაწყვეტილებაზე, რომ აკრძალულიყო ქალაქში გარე ვაჭრობა. ჩვენ დავასუფთავეთ გლეხური ბაზრისთვის იჯარით გადმოცემული ტერიტორია.

ეს პროცესი აქამდეც სტაბილურად მიმდინარეობდა, თუმცა გარე ვაჭრობის პირობებში ტერიტორია ყოველდღიურად მაინც ბინძურდებოდა. ამის შემდეგ გვეყოლება ადამიანი, რომელიც სტაბილურად მიაქცევს ყურადღებას სისუფთავეს. დავრგეთ მარადმწვანე ნარგავები, რომლის გახარებაზეც პასუხისმგებლობას მომავალშიც ვიღებთ. ისინი რეგულარულად მოირწყვება და გაისხვლება." – აღნიშნა "გლეხური ბაზრის" მეპატრონე ნუკრი ლიპარტაშვილმა.




| Print |
FaceBook Twitter Google