ფოტო
სასტუმრო თუ ცხრასართულიანი ტუალეტი გურჯაანში [Photos]
დაახლოებით 20 წლის წინ გურჯაანის ცენტრში ცხრასართულიანი სასტუმროს მშენებლობა დაიწყო.

2003 წლის 7 მარტს ობიექტი აუქციონის წესით (საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი,"აირზენას" ყოფილი კომერციული დირექტორი) ზურაბ ფერიშვილმა შეისყიდა.
სასტუმროს მეპატრონეს ხელახალი კონსერვაცია აღარ შეეძლო, მაგრამ არც ახალი მშენებლობის ნებართვა აიღო და არც ნაგებობა დაანგრია. ამიტომ მისი დემონტაჟის უფლება ადგილობრივ ხელმძღვანელობას ჰქონდა.
ამ დაუსრულებელი ნაგებობის ბედი, რომელიც გურჯაანში სტუმრობისას, ყველას თვალში ხვდება, ვერც წინა ხელისუფლებამ გადაწყვიტა და არც დღევანდელი თვითმმართველობა აპირებს რამის შეცვლას.

შენობა ანტისანიტარიის ბუდეა, პირველი სართული ტუალეტადაა ქცეული, საღამოობით კი ლოთების თავშესაყარია. „ეს სასტუმრო კი არა, ცხრასართულიანი ტუალეტია. მარტო კი არ აბინძურებენ, ანადგურებენ კიდეც. მაღლა სართულებზე კედლები დაანგრიეს და რკინები წაიღეს. ზაფხულობით ეზოში ვერ ჩამოხვალ, ისეთი საშინელი სუნი გამოდის, ლამის დავიხრჩოთ,“ - ამბობენ მიმდებარე კორპუსის მცხოვრებლები.




| Print |
FaceBook Twitter Google