ფოტო
ზიარის ყოფილი ბანაკი ინვესტორის მოლოდინში [Photos]
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიარში ყოფილი „პიონერთა ბანაკის“ ტერიტორია გაპარტახებულია. ობიექტი 1973 წელს გაიხსნა და დაახლოებით 14 წელი ფუნქციონირებდა.

წლების განმავლობაში იქ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ასობით ბავშვი ჩამოდიოდა დასასვენებლად. ამჟამად ტერიტორია სავალალო მდგომარეობაშია. კოტეჯების ნაწილი დანგრეულია. როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, ბანაკის ტერიტორია უცხოელმა ინვესტორებმა იყიდეს. ქონების მართვის სააგენტოში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. უწყებაში განაცხადეს, რომ ობიექტი სახელმწიფო ბალანსზეა და არ გაყიდულა. თუმცა, დაინტერესების შემთხვევაში, გაასხვისებენ.

ზიარი უძველესი ისტორიის მქონე სოფელია, ზღვის დონიდან დაახლოებით 820 მეტრზე მდებარეობს და სულ ახლახანს მაღალმთიანი დასახლების სტატუსიც მიენიჭა.
| Print |
FaceBook Twitter Google