ფოტო
როგორი იქნება გურჯაანის განახლებული პარკი [Photos]
გურჯაანში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია მალე დაიწყება. ტენდერი აგვისტოს თვეში დასრულდა, რომელშიც კომპანია შპს „ენსისი“-მ გაიმარჯვა.

როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, პროექტი ითვალისწინებს პარკის ტერიტორიაზე დასასვენებელი ზონების, ბავშთა ატრაქციონების, განათების ბოძების, საფეხმავლო ბილიკების და ბორდიურების მოწყობას. ასევე დაგეგმილია სკამების, სანაგვე ურნების, გამწვანებისა და მწვანე საფარის მოწყობა.

პარკი დაიყოფა სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ სივრცეებად, რომელიც სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. როგორი იქნება განახლებული პარკი, იხილეთ მაკეტის ფოტოები, რომელსაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ პარკის რეაბილიტაციისთვის, დაახლოებით 3 მილიონ 500 ათასი ლარია განსაზღვრული და მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.
აქვე იხილეთ ფოტოგალერეა, როგორ გამოიყურება  კულტურისა და დასვენების მიტოვებული პარკი.


იხილეთ ამავე თემაზე:

კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია მომავალ წელს იგეგმება 
გურჯაანის კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია აგვისტოდან დაიწყება
გამწვანების აქცია და გამხმარი ნერგები გურჯაანში 
გურჯაანში ტექნოპარკის მშენებლობა დაიწყო
"ნადიკვრის" პარკის სრული პერიმეტრი კამერებით გაკონტროლდება
სიღნაღში დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაცია გრძელდება
ნადიკვარი-თელაველების საყვარელი ადგილი [Video]


| Print |
FaceBook Twitter Google