ფოტო
ქუჩის მუსიკოსი ახმეტიდან, რომელიც გაჭირვებულ ბავშვებს ეხმარება
52 წლის კვირია ჩიტაშვილი ახმეტიდანაა და სახლში მარტო ცხოვრობს. ხან თელავში მიდის, ხან გურჯაანში და ხანაც ახმეტის ქუჩებში მღერის.
როგორც თავად ამბობს, სიმღერით არა მხოლოდ საკუთარ თავს ირჩენს, არამედ გაჭირვებულ ბავშვებსაც ეხმარება.

-"მე ბავშვთა სახლში გავიზარდე, ყველა გაჭირვებული ბავშვი მეცოდება და რასაც ვაგროვებ, მათაც ვუწილადებ ხოლმე. სიმღერა და აკორდეონზე დაკვრა ჩემით ვისწავლე. ადრე ახმეტაში მოსწაველეებიც მყავდა და ფორტეპიანოს ვასწავლიდი, მე თვითონაც ვმღეროდი ანსამბლში, მაგრამ ცხოვრება გაჭირდა და ახლა ასე დავდივარ ქუჩა-ქუჩა,"- ამბობს კვირია.

ზოგი დღე იღბლიანია, ზოგიც უიღბლო, მაგრამ ყველა წყალობისთვის უფლის მადლობელია.






| Print |
FaceBook Twitter Google