ფოტო
კაკო პაპას ტიტები ექიმებს აჩუქეს [Photos]
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში მცხოვრებმა კაკო ჯეირანაშვილმა, წელს ტიტები ვერ გაყიდა, რადგან ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვები უკვე მოქმედებდა.

კაკო ჯეირანაშვილის შესახებ სიუჟეტი რადიო თავისუფლებამ მოამზადა. მისი დახმარების სურვილი ბევრმა ადამიანმა გამოთქვა.

მარიამ ნატროშვილმა ფეისბუქის გვერდზე კამპანია წამოიწყო. დახმარების მსურველებს კაკო ჯეირანაშვილის ოჯახის წევრის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა შეეძლოთ.
როგორც მარიამ ნატროშვილი წერს, 5000 ლარზე მეტი თანხა შეგროვდა.

მოქალაქეების მიერ ნაყიდი ტიტები ექიმებს აჩუქეს, რომელსაც თან ახლდა მადლიერების გამომხატველი ბარათებიც.

ფოტოებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს.
| Print |
FaceBook Twitter Google