ფოტო
31 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. იყვნენ დაჭრილები და დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოწამლული 2000-მდე მომიტინგე.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა იყო საქართველოს სსრკ-დან გამოსვლა.

აქციის დარბევისას გამოყენებული იყო მომაკვდინებელი იარაღი: ქიმიური საშუალებები, სასანგრე ბარები, ცეცხლსასროლი იარაღი, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები.
თბილისში გამოცხადდა კომენდანტის საათი.

1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა მთავრობამ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

9 აპრილს დაიღუპნენ:

1. ადამია აზა, 22 წლის
2. ბაშალეიშვილი ეკა, 16 წლის
3. ბეჟანიშვილი ეკა, 16 წლის
4. გიორგაძე ნატო, 23 წლის
5. დოლიძე თამუნა, 28 წლის
6. ენუქიძე თინა, 70 წლის
7. თოიძე ნინო, 25 წლის
8. კიკვიძე ზაირა, 61 წლის
9. ლოლაძე მანანა, 33 წლის
10. მამულიშვილი თამარი, 50 წლის
11. მეტრეველი ვენერა,
12. ნოზაძე მამუკა, 22 წლის
13. სამარგულიანი ნანა, 41 წლის
14. ქვასროლიაშვილი შალვა,
15. ჭყონია-სამარგულიანი მარინა, 31 წლის
16. ჭიპაშვილი ელისო, 25 წლის
17. ჭოველიძე თამარი, 16 წლის
18. ჯანგირაშვილი ნოდარი, 40 წლის
19. ჯინჭარაძე მზია, 43 წლის
20. მელქაძე მანანა 23 წლის
21. ქარსელაძე გია 25 წლის
| Print |
FaceBook Twitter Google