გურჯაანში ახლადრეაბილიტირებულ პარკში ეროვნული სამოსის დღესთან
დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა.
კინოსა და თეატრის მსახიობებმა გააცოცხლეს ფრაგმენტები ძველი ქართული
კინო-ფილმებიდან, მოეწყო ქართულ ეროვნულ სამოსში ჩაცმული მოქალაქეების
მსვლელობა. ასევე, წარმოდგენილი იყო ღვინის, ხელნაკეთი ნივთებისა და
ნახატების გამოფენა-გაყიდვა, ასევე გამოიფინა ძველი გურჯაანის
ფოტოები.
მასალის გამოყენების პირობები