ვიდეო
კახეთის რეგიონი-სტიქიური უბედურების ზონა [Video]
გაუსაძლისი სიცხის გამო ქიზიყის მოსახლეობამ მარცვლოვანი კულტურების მოსავალი ფაქტობრივად ვერ მიიღო. უკვე გამოიკვეთა რომ პრობლემური იქნება რთველიც.
ფერმერების უმრავლესობას იმედი ჰქონდა, რომ ბანკებიდან აღებული აგროკრედიტების ხარჯზე შეძლებდა პროდუქტის მოყვანას, თუმცა გვალვამ მცენარე ზრდის პროცესშივე დააზიანა. საუბრობენ იმაზეც, რომ ზამთარში პირუტყვის გამოკვება მნიშვნელოვნად გაჭირდება, არ არსებობს ზამთრის მარაგი. საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირისა და კახეთის ფერმერ ქალთა ასოციაციის ორგანიზებით ფერმერებმა კონფერენცია გამართეს, თემაზე „კახეთის რეგიონი-სტიქიური უბედურების ზონა“.

მათი ძირითადი მოთხოვნებია: ფინანსური ამნისტია, საბანკო კრედიტების ერთი წლით გადაწევა, სათესლე მასალის შემოტანის ხელშეწყობა და ხელმისაწვდომობა. აღნიშნულ საკითხებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო განიხილავს და შედეგებს ხელისუფლებას წარუდგენს. მანამდე კი, მათი წარმომადგენლები,გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის ხელმძღვანელი, ფიტოსანიტარები და ნიადაგმცოდნეები სიღნაღის სოფელ ვაქირში ჩავიდნენ და მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაეცნენ. უწყების ოფიციალური განცხადებით, უახლოეს პერიოდში იგეგმება წყლის საქაჩი სისტემების შეძენა, რაც მომავალი წლიდან სარწყავი წყლის პრობლემას მოაგვარებს. შეიქმნება ასევე სპეციალური პროექტები, რომლებიც უზრუნველყოფს სარწყავი წყლის მიყვანას მიწის ნაკვეთებამდე.
| Print |
FaceBook Twitter Google