შემთხვევა
გურჯაანში ავარიის შედეგად 5 მგზავრი დაშავდა [VIDEO/PHOTO]
დღეს, ქალაქ გურჯაანში ახტალის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დიდი სისწრაფით მიმავალი მერსედესის ტიპის ავტომობილი (CLK) და ჟიგულის ტიპის ავომობილი (06) ერთმანეთს შეეჯახა. შსს პრესსამსახურის თანამშრომლის შორენა ჯახუას ინფორმაციით, ავტოკატასტროფის შედეგად დაშავდა 06-ის სამი მგზავრი, რომელთაგან ერთი ბავშვია. სამინისტროს ცნობით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია 13 წლის არასრულწლოვანი. მსუბუქად დაშავდა მერსედესის 2 მგზავრი. დაზარალებულები შპს "ჯეო ჰოსპიტალს"-ის გურჯაანის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.  

ამავე თემაზე:
ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანში
ავტომობილი ახტალის ხევში გადავარდა
ავარია გურჯაანში
მორიგი ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანის მთავარ ქუჩაზე
| Print |
FaceBook Twitter Google