ვიდეო
გამორთე კამერა, კაცო! [video]
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების თანამშრომლები „სპექტრის“ ჟურნალისტს მუშაობაში ხელს უშლიდნენ. 14 თებერვას გურჯაანის „გლეხური ბაზრის“ მოვაჭრეები 400-400 ლარით დააჯარიმეს, რასაც დაჯარომებულების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულ პროცესს „სპექტრის“ ჟურნალისტი ესწრებოდა და ვიდეოკამერით იღებდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ბაზრის ადმინისტრაციის ოთახში აქტებს ადგენდნენ, როცა ჟურნალისტი მათთან კამერით შევიდა. ინსპექტორებმა მისი გამორთვა მოითხოვეს. მათი განცხადებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესამსახურის ნებართვა უნდა მიგვეღო. განსაკუთრებით აგრესიული იყო ინსპექტრების სამსახურის თანამშრომელი ელენე გიორგაძე, რომელიც ვიდეოკამერას ხელით შეეხო და მისი ძალით გამორთვა სცადა. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტი ადმინისტრაციის ოთახში შესვლამდე დაუკავშირდა სააგენტოს პრესამსახურს, რომელმაც განაცხადა, რომ ჟურნალისტს გადაღების ნებერთვა წინასწარ უნდა ეთხოვა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ჟურნალისტს აქვს უფლება მოვლენა გააშუქოს და მას არც საჯარო მოხელეები და არც პროტესტის მიზნით შეკრებული მოქალაქეები ხელს არ უნდა უშლიდნენ.
| Print |
FaceBook Twitter Google