ვიდეო
"ავტორალი 2015" სიღნაღში [Video]
29 აგვისტოს, საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის, სიღნაღის მუნიციპალიტეტის და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ქალაქ სიღნაღში მოყვარულთა შორის ჩქაროსნულ სლალომში (ავტომობილები, კვადროციკლები, მოტოციკლები) საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა. საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციამ დღის ბოლოს გამარჯვებულები გამოავლინა. საავტომობილო სლალომში I ადგილი-ოთარ თავართქილაძემ, II-თენგო გოგილაშვილმა, III-გიგა ბიძინაშვილმა დაიკავეს. ადგილობრივი სპორტსმენებიდან საუკეთესო მონაწილედ გიორგი ღლიღლაშვილი დასახელდა, ხოლო მოტომბროლელთა შორის I-გიორგი აბაშიძემ, II- საშა გოიმანმა, III ადგილი- ზურა ოძელაშვილმა დაიკავა. 30 ააგვისტოს, ანაგა-სიღნაღის გზის მონაკვეთზე პროფესიონალ სპორტსმენთა შორის გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი აღმართის დაძლევაში.
| Print |
FaceBook Twitter Google