საზოგადოება
დედაკაცო, მიყვარხარ [VIDEO]
14 თებერვალს მსოფლიო შეყვარებულების დღეს აღნიშნავს.  საზოგადოებაში დღემდე დავობენ მითებზე, რომელიც ამ თარიღს უკავშირდება. საკამათოა ის საკითხიც არის თუ არა ვალენტინობა რელიგიური დღესასწაული. მმართლმადიდებლური ეკლესია ამ დღეს არ აღიარებს.  ვიკიპედიის თანახმად კი, არსებობს რამდენიმე ცნობა, სხვა და სხვა ქრისტიან კათოლიკე მოძღვარზე, რომლებსაც  ვალენტინი ერქვათ. თუმცა ამათგან რომანტიული, სასიყვარულო ისტორია არც ერთს გადახდენია. მაგრამ  არსებობს ლეგენდა, რომ რომაელი იმპერატორი კლაუდიუსი, ახალგაზრდა ბიჭებს ცოლის მოყვანის უფლებას არ აძლევდა, რადგან  თვლიდა, რომ ცოლიანი მამაკაცი, უფრო ცუდი მებრძოლია, ვიდრე უცოლო. ამ დროს კი, ვინმე ვალენტინი, ჩუმად სწერდა ჯვარს წყვილებს.  რის გამოც ის  სიკვდილით დასაჯეს.

რომანტიულ სიყვარულთან ამ დღის გაიგივება, ინგლისელი პოეტისა და პროზაიკოსის, ჯეფრი ჩოსერის სახელთან ასოცირდება.
| Print |
FaceBook Twitter Google