კულტურა
წიგნის საჯაროდ კითხვა გურჯაანში [VIDEO]
24 თებერვალს მსოფლიო წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს აღნიშნავს.  ამ თარიღს გურჯაანის სამუზეუმო და საბიბლიოთეკო გაერთიანებაც შეუერთდა და კვირის განმვალობაში რამდენიემე ღონისძიება ჩაატარა.

ქალაქის საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომლები საუბრობენ, რომ ციფრული ტექნოლოგიების გააქტიურების მიუხედავად, წიგნს თავისი მკითხველი მაინც ჰყავს და მათ შორის არიან ახალგაზრდებიც. სამკითხველო დარბაზს ხშირად სტუმრობენ შუახნის და ასაკოვანი მოქალაქეები, რომლებიც ძირითადად პრესას ეცნობიან. სკოლის მოსწავლეებისა და ახალგაზრდების ინტერესი კი ენციკლოპედიები და უცხო ენის ლექსიკონებია.


ბიბლიოთეკის მომსახურების განყოფილების უფროსი ნანა ლოლაშვილი  speqtri.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ყოველთვის ეხმიანებიან საინტერესო ინიციატივებს. ამჟამად კი  სამების საკათედრო ტაძრის მოძღვარ მამა ვაჟას აქტივობას უერთდებიან.   "მამა ვაჟამ ჩამოაყალიბა მკითხველთა კლუბი. ამ დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა. კითხულობენ სხვადასხვა წიგნს.  შემდეგ კი წაკითხულს განიხილავენ. შევთავაზე მათ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობა. მით უფრო რომ ამის ბაზა და შესაძლებლობები გვაქვს."

ქალაქ გურჯაანის, შოთა რუსთაველის სახელობის საჯარო  ბიბლიოთეკა არსებობას 1930 წლიდან იწყებს.  თავდაპირველდ მას წიგნის სახლი ერქვა. ბიბლიოთეკა ვითარდებოდა და ფართოვდებოდა. წლების განმავლობაში რაიონის ფარგლებში სულ  66 ფილიალი იყო.

დღეს, აღნიშნული დაწესებულება  არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის  სტატუსით აგრძელებს ფუნქციონირებას.  ამჟამად მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ქალაქის ცენტრაული ბიბლიოთეკის გარდა,  სხვადასხვა სოფელში  კიდევ ცხრა ფილიალია. 







| Print |
FaceBook Twitter Google