ფოტო
8 მარტი გურჯაანში [Photo-Video]
დღეს გურჯაანში ხალხმრავლობა იყო ყვავილების ჯიხურებთან. ყველა ცდილობდა თავისი საყვარელი ქალბატონისთვის დღევანდელი დღე მიელოცა.
შეგახსენებთ, რომ ევროპაში 8 მარტის აღნიშვნა კლარა ცეტკინის სახელთანაა დაკავშირებული. ის გერმანიის კომუნისტური პარტიის წევრი იყო, 1910 წელს, ქალ-სოციალისტთა საერთაშორისო ფორუმზე კოპენჰაგენში 8 მარტის ქალთა საერთაშორისო დღედ გამოცხადების ინიციატივით გამოვიდა. მან ქალებს თანასწორობისთვის ბრძოლაში ჩართვისკენ მოუწოდა.
8 მარტი უქმე დღეა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, უმეტესწილად ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.

| Print |
FaceBook Twitter Google