სამართალი
კახეთის სატყეოს ორი თანამშრომელი დააკავეს [VIDEO]
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ორი პირი დააკავა. დაკავებულები არიან  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ კახეთის რეგიონალური სამსახურის თანამშრომლები, ხვთისო ქისტაური და სერგო პაპუნაშვილი.

უწყების ინფორმაციით, გამოძიების მიერ დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, 2016 წლის მარტის თვეში, მათ დაქვემდებარებაში არსებულ ტყის ტერიტორიაზე, რვა კუბური მეტრის ოდენობით ხე-ტყის უკანონოდ მოჭრის ნებართვის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს გარკვეული თანხა.

საქმეზე  გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით ითვალისწინებს.


| Print |
FaceBook Twitter Google