კულტურა
საზეიმო წირვა-ლოცვა გურჯაანის სამების საკათედრო ტაძარში [Video]
7 აპრილს მართლმადიდებელი სამყარო ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ყველა ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება.
წირვა- ლოცვა დღეს გურჯაანის სამებაშის საკათედრო ტაძარშიც ჩატარდა.

ხარება ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი უძრავი საუფლო დღესასწაულია. აღინიშნება 25 მარტს ძველი სტილით (7 აპრილს ახალი სტილით). სახარების (ლუკა 1,28-35) მიხედვით, გაბრიელ მთავარანგელოზს უხარებია მარიამ ღვთისმშობლისათვის, რომ მისგან იშვებოდა იესო ქრისტე, ძე ღვთისა. ხარება მიჩნეულია კაცობრიობის ხსნის დასაბამად, საუკუნეებით დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადებად.

„ხარება“ აღწერილია ერთადერთი მახარებლის – ლუკას მიერ. მართალი ელისაბედისაგან იოანე წინამორბედის ჩასახვის მეექვსე თვეზე, გაბრიელ მთავარანგელოზი მივლინებულ იქნა ნაზარეთს, ქალწულ მარიამთან. წარუდგა ანგელოზი ქალწულს და უთხრა: „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის“. მარიამი შეაძრწუნა მისმა სიტყვებმა და გაიფიქრა: „ვითარ-მე არს მოკითხვაჲ ესე?“ - რას უნდა ნიშნავდეს ეს მოკითხვაო? ანგელოზმა უთხრა: „ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა. და აჰა, ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვა ძე და უწოდი სახელი მისი იესუ“.

რიგ ღვთისმეტყველთა თვალსაზრისით, მთავარანგელოზის სიტყვები: „გიხაროდენ, მიმადლებულო“ იყო „მადლის“ პირველი უწყება კაცობრიობისათვის, ცოდვით დაცემის შემდეგ.

| Print |
FaceBook Twitter Google