ვიდეო
დაბრუნება მშობლიურ ქალაქში ... [Video]

შალვა ყალაბეგაშვილი გურჯაანში დაიბადა და გაიზარდა, 9 წლის წინ კი, 13 წლის ასაკში ოჯახთან ერთად ესპანეთში გაემგზავრა. დღეს უკვე, მინუს 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ესპანეთის სამგზის ჩემპიონია.

მეგობრებთან - დავით ფერნანდეზთან და ავგუსტო მირანდა ასევედოსთან ერთად, პირობა დადეს, რომ საქართველოს აუცილებლად ესტუმრებოდნენ და შეასრულეს კიდეც. გასულ კვირას შალვა მეგობრებთან ერთად თურქეთში, ქალაქ სამსუნში გრანპრიქსის ტურნირზე იმყოფებოდა. ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა და მშობლიურ გურჯაანს რამდენიმე დღით ესტუმრა.

როგორც დავიდ ფერნანდეზმა გვითხრა, საქართველომ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. არ გამორიცხავს, რომ საქართველოს სექტემბერში კიდევ ერთხელ ესტუმროს.




| Print |
FaceBook Twitter Google