კულტურა
მოზარდების თვალით დანახული „იავნანამ რა ჰქმნა“ გურჯაანის მეოთხე საჯარო სკოლაში [Video]
თოჯინები მეხუთე კლასის მოსწავლეებმა, ხელოვნების პედაგოგ მარინა ყალაბეგაშვილის დახმარებით და დირექტორის მოადგილე მაია გიგაურის ჩართულობით შექმნეს.

სპექტაკლზე მუშაობას მთელი მეორე სემესტრი მოანდომეს, თუმცა როგორც თვითონ აღნიშნავენ, შემოქმედებითმა მიდგომამ, საკმაოდ ნაყოფიერი შედეგი გამოიღო.
„ამ შესანიშნავ ნაწარმოებს, ბავშვები მეხუთე კლასში სწავლობენ. ქართულის პედაგოგს, რომელიც ამავე დროს სკოლის სასწავლო ნაწილიცაა, შევთავაზე დაგვედგა სპექტაკლი მოსწავლეების მონაწილეობით. მათი ფანტაზიისთვის მეტი ასპარეზი რომ მიგვეცა, გადავწყვიტეთ თოჯინები თავად შეექმნათ. დეკორაციები მუყაოსგან დავამზადეთ და პატარა მსახიობებმა თავად განასახიერეს ნაწარმოების გმირები. ვფიქრობ, მათი თვალით დანახული „იავნანამ რა ჰქმნა“, საკმაოდ ორიგინალური იყო“-გვითხრა ხელოვნების პედაგოგმა მარინა ყალაბეგაშვილმა.

სპექტაკლმა, როგორც პედაგოგების, ისე მოსწავლეებისა და მშობლების დიდი მოწონება დაიმსახურა, სწორედ ამიტომ, გეგმავენ, მომავალ სასწავლო წელს წარმოდგენა პირველკლასელებისთვისაც გამართონ.



| Print |
FaceBook Twitter Google