კულტურა
ილუზიონისტი გურჯაანიდან...[Video]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
უკვე მრავალი წელია სცენაზე დგას და როგორც თავად ამბობს, დიდებსა თუ პატარებს ერთგვარად აოცებს. მისი მოწოდება თავიდანვე ილუზიონურ ხელოვნებას უკავშირდებოდა, ამ სფეროს წყალობით მან საკუთარი მე იპოვა.
მუშაობდა კენიელ, მოლდოველ, რუს და უკრინელ კოლეგებთან ერთად, არის თურქეთის ხელოვნების ფესტივალის ლაურეატიც.
ხელოვნების სიყვარული წინაპრებიდანვე მოსდევს. პაპა გურჯაანის ხალხური სიმღერის ანსამბლში მღეროდა. მას სურდა, შვილიშვილიც ამ სფეროს გაჰყოლოდა, თუმცა პაატა ძულიაშვილის მოწოდება სულ სხვა იყო. უნდოდა, ისეთ პროფესიას დაუფლებოდა, რომლითაც ხალხს გულში ბედნიერებას და სახეზე ღიმილს მოგვრიდა.

დღემდე ახსოვს სცენაზე გამოსვლის პირველი ემოცია და აპლოდისმენტები. ემოციები არც წლების შემდეგ განელებულა. სცენაზე დღემდე პროფესიის სიყვარულით რჩება, არის შემთხვევები, როდესაც ნახევრადსავსე დარბაზში უწევს თამაში. თუმცა, მაყურებლის რაოდენობას მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ყველასთვის ერთნაირი შემართებით თამაშობს. ბედნიერი სახეების ყურება კი ყოველთვის უხარია. სცენაზეც და ცხოვრებაშიც ერთი პარტნიორი ჰყავს, საკუთარი მეუღლე. ამ დარგის განვითარებაზეც ერთობლივად ზრუნავენ. მათი ორივე შვილიც პროფესიით მსახიობია. 

ამბობს, რომ საცირკო ხელოვნება განწირულია, თუკი სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა არ ექნება. საცირკო სასწავლებლის გაუქმების გამო, პროფესიონალი კადრი ვეღარ იზრდება და საქართველოში თითზე ჩამოსათვლელი ილუზიონისტიღა დარჩა.

„ვერც ერთი მიმართულება, გარდა საესტრადო და საცირკო ხელოვნებისა, ქვეყანას კომერციულ შემოსავალს ვერ მოუტანს. ცირკი ისეთი სპეციფიკისაა, რომ გათვლილია, როგორც პატარა, ასევე საშუალო და მოზარდ მაყურებელზე. 2013 წელს საგარეჯოში მინისტრთან შეხვედრაზე ვიყავით. მომავალი განვითარების კონცეფციაში შეიტანეს საცირკო ხელოვნება, ასევე, სახელმწიფო სასწავლებლის აღდგენაც, მაგრამ ყველაფერი მხოლოდ ქაღალდზე დარჩა. ამ კუთხით არაფერი შეცვლილა. საქართველოში თითზე ჩამოსათვლელი ილუზიონისტიღაა, თუკი არ აღდგება საცირკო სასწავლებელი და არ გაიზრდება პროფესიონალი კადრი, ეს სფერო ვეღარ განვითარდება.“

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სასწავლებლის აღდგენის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება, თუმცა პროექტის წარდგენის შემთხვევაში, შესაძლოა, ნებისმიერი ინიციატივა დააფინანსონ.

ილუზიონისტს პრობლემები არ აშინებს, ამბობს, რომ სანამ ცოცხალია, საცირკო ხელოვნების განვითარებისთვის იბრძოლებს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
დღეს, 2 აპრილს, საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,
გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ორგანიზებით,
ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილებას ქართველი მწერალი და პოეტი კატო
ჯავახიშვილი ეწვია.
დღეს, 2 აპრილს, საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ორგანიზებით, ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილებას ქართველი მწერალი და პოეტი კატო ჯავახიშვილი ეწვია.
13:59 / 02.04.2024
სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში ფოტოგამოფენა
სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში ფოტოგამოფენა "იაპონიის ატომური დაბომბვა"გაიხსნა. ფოტოების კოლექცია ასახავს მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიაში ატომური დაბომბვის შედეგებს.
16:37 / 27.02.2024
31 დეკემბერს, ქალაქ გურჯაანში, გრანდიოზული საახალწლო ღონისძიებები
გაიმართება.
31 დეკემბერს, ქალაქ გურჯაანში, გრანდიოზული საახალწლო ღონისძიებები გაიმართება.
17:09 / 27.12.2023
საახალწლო დღეებში, 23 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით მთელი ქვეყნის
მასშტაბით, სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართება. რას სთავაზობენ
კახეთის მუნიციცაპალიტეტების მოსახლეობას აღნიშნული პერიოდის
განმავლობაში - ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის გუბერნიის
ადმინისტრაცია ავრცელებს.
საახალწლო დღეებში, 23 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართება. რას სთავაზობენ კახეთის მუნიციცაპალიტეტების მოსახლეობას აღნიშნული პერიოდის განმავლობაში - ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის გუბერნიის ადმინისტრაცია ავრცელებს.
12:27 / 19.12.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
დღეს, 16 აპრილს, 21:00 საათზე დასრულდა პლენარული სხდომა, სადაც რუსულ კანონს პირველი მოსმენით განიხილავდნენ. რადგან კანონპროექტზე კენჭისყრა დღეს ვერ შედგა, პირველი მოსმენით მსჯელობას პარლამენტი ხვალ, 17 აპრილს 12:00 საათზე დაუბრუნდება.
21:31 / 16-04-2024
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია “კი ევროპას, არა რუსულ კანონს!” პლენარული სხდომის პარალელურად, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ, კვლავ გრძელდება. მოქალაქეები რუსულ კანონს აპროტესტებენ.
21:01 / 16-04-2024
საქართველოს პარლამენტში წარადგინეს ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და ასევე ორი ალტერნატიული კანონპროექტი, რის შემდეგაც კენჭი უყარეს, თუ რომელი კანონი უნდა აეღოთ საფუძვლად, რომელსაც უკვე პირველი მოსმენით განიხილავდნენ.
16:20 / 16-04-2024
რამდენიმე წუთში პარლამენტში პლენარულ სხდომაზე წარადგენენ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და ასევე ორ ალტერნატიულ კანონპროექტს, რომელთა მომხსენებლებსაც ამისათვის 10-10 წუთიანი რეგლამენტი ექნებათ.
15:27 / 16-04-2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.
21:42 / 12-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 15 / 27 °C
img
საგარეჯო 14 / 25 °C
img
დ.წყარო 13 / 22 °C
img
სიღნაღი 14 / 28 °C
img
ლაგოდეხი 14 / 24 °C
img
ყვარელი 15 / 27 °C
img
თელავი 15 / 26 °C
img
ახმეტა 14 / 26 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.