ვიდეო
გურჯაანელი მძღოლები მართვის მოწმობის 100 ქულიან სისტემაზე [Video]
მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა სისტემა პირველი ივლისიდან ამოქმედდება.
განხილვის პროცესში ცვლილება განიცადა ქულათა სისტემამ - საგზაო დარღვევების რიგ შემთხვევაში ჩამოსაკლები ქულის ოდენობა გაიზარდა, ზოგ დარღვევაზე კი პირიქით.

მაგალითად, ღვედის გამოუყენებლობაზე 10 ქულა 5 ქულამდე შემცირდა, ხოლო ავტომობილის მართვისას მობილურის გამოყენებაზე 15 ქულის ნაცვლად 10 ქულა დადგინდა.

კანონპროექტის თავდაპირველ ვარიანტში ჩასწორდა ის, რომ პარკირების წესების დარღვევაზე, როდესაც არ იქმნება საავარიო მდგომარეობა ან საცობი, მძღოლს ქულა არ ჩამოაკლდება.

100 ქულის განულების შემთხვევაში, მძღოლს მართვის უფლება 1 წლით შეუჩერდება და მის დასაბრუნებლად გამოცდის გავლა მოუწევს.

რას ფიქრობენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მძღოლები გურჯაანში- speqtri.ge-მ გამოკითხვა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩაატარა.

| Print |
FaceBook Twitter Google