ვიდეო
რას ფიქრობენ გურჯაანში თამბაქოს მოწევის აკრძალვაზე [Video]
პარლამენტმა 5 აპრილს პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი თამბაქოს მოწევის შესახებ.
თამბაქოს მოწევა იკრძალება:

-ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, გარდა ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილისა; საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გარდა ტაქსისა და კატერისა.

-საგანმანათლებლო სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, ნებისმიერი სხვა სასწავლო დაწესებულების, ბიბლიოთეკის, მოსწავლე-ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე პირებისათვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და ტერიტორიაზე, აგრეთვე 18 წლამდე პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე;

-სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და ტერიტორიაზე;

-ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და ტერიტორიაზე, სადაც ინახება ცეცხლსაშიში ნივთიერებები; სტადიონებზე.

აკრძალულ ადგილებში თამბაქოს მოწევა გამოიწვევს დაჯარიმებას 20-დან 2 000 ლარამდე.

კანონპროექტის ავტორი თამბაქოს კონტროლის ალიანსში შემავალი ორგანიზაციები, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტი“ და „თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრი“ არიან. პროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძეა.


| Print |
FaceBook Twitter Google