ვიდეო
"ეს ჩემი ქალაქია“- შსს-მ დამოუკიდებლობის დღე თელავში აღნიშნა [Video]
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 26 მაისს თელავში მოქალაქეებს იმიტირებულ უსაფრთხო ქალაქში უმასპინძლა.
პროექტი - „ეს ჩემი ქალაქია“ სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში წარმოადგინა.

იმიტირებულ ქალაქში ბავშვებსა და მოზრდილებს, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენის გარდა, უამრავი სიურპრიზი დახვდათ:

სპეციალურად მოწყობილ საბავშვო კუთხეში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე ნახატების კონკურსი ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს თელავის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა. საუკეთესო ნამუშევრები ჟიურიმ გამოავლინა და მათ ავტორებს შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ბრენდირებული საჩუქრები გადასცა.

შსს-ს „112“-ის დეპარტამენტმა ინოვაციური საბავშვო პროექტი - „112-ის კოსმოსური ხომალდი“ წარმოადგინა, სადაც მოზარდებმა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სპეციალურად მათთვის შექმნილ კომპიუტერულ თამაშებში მიიღეს მონაწილეობა.

იმიტირებულ ქალაქის შესასვლელს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები და სპეციალურად გაწვრთვნილი ძაღლები იცავდნენ, ხოლო უსაფრთხოებასა და მართლწესრიგზე საპატრულო პოლიცია ზრუნავდა.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები შსს / თელავი /