ვიდეო
ინფორმირებული ამომრჩეველი ლეგიტიმური თვითმმართველობისთვის [Video]

2-დან 4 სექტემრის ჩათვლით, ჟურნალისტთა ასოციაცია „მეცენატის“ მიერ განხორციელებული პროექტის „ინფორმირებული ამომრჩეველი ლეგიტიმური თვითმმართველობისთვის“ ფარგლებში იორმუღანლოს თემში გაიმართა ტრენინგები, რომელშიც ჩაერთო 18 ახალგაზრდა.


ტრენინგებს უძღვებოდნენ კვალიფიციური ტრენერები ნინო იოსელიანი და რევაზ ეგაძე.

მონაწილეები გაეცნენ საარჩევნო კანონმდებლობას, ამომრჩევლის უფლება-მოვალეობებს, კენჭისყრის დღის პროცედურებს და ა.შ. სემინარის მესამე დღეს მონაწილეებმა, ტრენერების დახმარებით, ჩაატარეს იმიტირებული არჩევნები.

როგორც მათ speqtri.ge-სთან საუბარში განაცხადეს, ტრენინგებიდან შეიტყვეს ბევრი ახალი ინფორმაცია, რაც დაეხმარებათ, თავიანთი არჩევანი უფრო გააზრებულად გააკეთონ.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სეტიფიკატები გადაეცათ.

 

| Print |
FaceBook Twitter Google