ვიდეო
სკოლის ნაცვლად კარავში - პროტესტი იორმუღანლოში [Video/Audio]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
დღეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები საგანმანათლებლო დაწესებულების ნაცვლად კარავში ჩაუტარდათ.
მშობლები და მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის თეა გურგენიძის სკოლაში დაბრუნებას ითხოვენ, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს.

გურგენიძეს მეოთხეკლასელი მოსწავლის ცემაში სდებენ ბრალს. ყოფილი პედაგოგი აცხადებს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია, პროცესები კი საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მანანა ცუცქირიძის მიერაა მართული.

თუკი თეა გურგენიძეს სკოლაში არ დააბრუნებენ, მშობლები ფართის ქირაობას გეგმავენ, სადაც გაკვეთილები ჩატარდება.

მანანა ცუცქირიძის თქმით, მშობლებლებთან აღნიშნულ თემაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

-"მოსწავლეთა ნაწილი დღეს კარავში იყო, ნაწილი კი სკოლაში საგაკვეთილო პროცესს ესწრებოდა. ადამიანები, რომლებიც თეას პირადი დამოკიდებულების გამო ემხრობიან, ვერ აანალიზებენ ძალადობის სერიოზულ საფრთხეს. ალბათ მიხვდებიან, რომ ძალადობა საშიშია და მოძალადე მასწავლებელს არ მიაბარებენ თავიანთ შვილებს. მოკვლევის შედეგად ამ ადამიანს მოსწავლეზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი დაუდასტურდა. ამის ამსახველი ვედოკადრებიც არსებობს. ჩვენ ვაწარმოებთ მშობლებთან მოლაპარაკებას. ვუხსნით იმას, რომ არ არის კარგი, თუკი ბავშვებს განათლების მიღმა დატოვებენ. მეხუთე კლაში გადადიან, სადაც სწავლება მარტო თეა გურგენიძის კომპეტენცია არ იქნება. მათთან დამატებითი საგნები შემოვა . ამას ისინი აუცილებლად გაიაზრებენ."- აცხადებს ცუცქურიძე.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გსურთ თქვენთვის სასურველი წარწერა გაუკეთოთ თქვენს ავტომობილს? -
ამისთვის დაგჭირდებათ პროფესიონალის დახმარება.
გსურთ თქვენთვის სასურველი წარწერა გაუკეთოთ თქვენს ავტომობილს? - ამისთვის დაგჭირდებათ პროფესიონალის დახმარება.
23:14 / 17.09.2019
ამაზონის ტყე, რომელსაც „პლანეტის ფილტვებსაც“ უწოდებენ, იწვის.
ნადგურდება იქ არსებული უნიკალური ფლორა და ფაუნა.
ამაზონის ტყე, რომელსაც „პლანეტის ფილტვებსაც“ უწოდებენ, იწვის. ნადგურდება იქ არსებული უნიკალური ფლორა და ფაუნა.
16:21 / 23.08.2019
ზოგიერთი გურჯაანელისთვის ინფრასტრუქტურაა შესაცვლელი, ზოგს ქალაქში
სისუფთავის ხარისხი არ მოსწონს, ზოგისთვის კი ყველაფერი მისაღებია.
გაიგეთ, რას ფიქრობენ გურჯაანელები საკუთარ მუნიციპალიტეტზე.
ზოგიერთი გურჯაანელისთვის ინფრასტრუქტურაა შესაცვლელი, ზოგს ქალაქში სისუფთავის ხარისხი არ მოსწონს, ზოგისთვის კი ყველაფერი მისაღებია. გაიგეთ, რას ფიქრობენ გურჯაანელები საკუთარ მუნიციპალიტეტზე.
20:35 / 23.07.2019
28 წლის საგარეჯოელი რამაზ მელიქიძე გადაშენების პირას მყოფი ქართული
ნაგაზის მოშენებითაა დაკავებული. ბავშვობის ოცნება - ამ ჯიშის ძაღლები
ჰყოლოდა, აიხდინა.
28 წლის საგარეჯოელი რამაზ მელიქიძე გადაშენების პირას მყოფი ქართული ნაგაზის მოშენებითაა დაკავებული. ბავშვობის ოცნება - ამ ჯიშის ძაღლები ჰყოლოდა, აიხდინა.
18:16 / 23.07.2019
55 წლის ლეილა მამისაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ
არაშენდაში ცხოვრობს. რამდენიმე წელია სოფლის მეურნეობის სფეროში
აქტიურად ჩაერთო. ზრუნავს ფუტკრებზე, ჰყავს მეხორცული ჯიშის ქათმები,
მუშაობს ვენახში და მოჰყავს აბრეშუმის ჭია.
55 წლის ლეილა მამისაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში ცხოვრობს. რამდენიმე წელია სოფლის მეურნეობის სფეროში აქტიურად ჩაერთო. ზრუნავს ფუტკრებზე, ჰყავს მეხორცული ჯიშის ქათმები, მუშაობს ვენახში და მოჰყავს აბრეშუმის ჭია.
17:37 / 01.07.2019
სხვა ამბები
21-29 სექტემბერს თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.
16:55 / 18-09-2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშრებით აცხადებს კონკურსს “დაიცავი ოზონის შრე - დაიცავი სიცოცხლე დედამიწაზე”:
11:25 / 16-09-2019
16 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. გურჯაანის მუნიციპალიტეტის 25 საჯარო სკოლიდან სწავლა მხოლოდ კარდენახში გადაიდო, რაც მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.
11:24 / 16-09-2019
ევროკავშირის ქვეყნებისა და ორგანიზაცია „Evens Foundation“-ის მიერ წარმატებულ და ეფექტიან მედიაწიგნიერების პროექტად აღიარებულ „მედიის ეკონომიკის“ კურსს სექტემბრიდან საქართველოს სკოლების მოსწავლეები გაივლიან.
18:35 / 14-09-2019
განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში 2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ.
01:25 / 14-09-2019
ბუტიკი Petits Bonheurs 2019 წლის 28 სექტემბერს 17:00 საათზე გიწვევთ შემოდგომის კოლექციის ჩვენებაზე.
18:39 / 13-09-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« სექტემბერი 2019 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.