ვიდეო
რატომ არ უნდა მოგვხედოს მთავრობამ? - ქამრან ოსმანოვის ვიდეობლოგი [Video]
იორმუღანლოში მცხოვრები ქამრან ოსმანოვი თავიანთ თემში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. მისი თქმით, შესაბამისმა უწყებებმა პირველ რიგში გზის, წყლისა და გარეგანათების საკითხი უნდა მოაგვარონ.
ქამრანი ამბობს, რომ  ადგილობრივმა თვითმმართველობამ ნაგვის ურნები კიდევ დამატებით უნდა დადგას, რადგანაც ეს პრობლემა მხოლოდ ნაწილობრივ გადაიჭრა.

იგეგმება თუ არა რაიმე ამ კუთხით - პასუხის მიღებას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიისგან თითქმის მთელი კვირაა ვცდილობთ. ადგილობრივ თვითმმართველობაში ამაზე არც მერმა, არც მისმა მოადგილემ და არც საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა კომენტარი არ გააკეთეს და ოფიციალური მიმართვა მოგვთხოვეს.

იომუღანლოლები კი მერიისგან პასუხს ელოდებიან.

| Print |
FaceBook Twitter Google