ვიდეო
იმიტირებული არჩევნებიდან რეალურ არჩევნებამდე - მეცენატმა ტრენინგების კურსი დაასრულა [Video]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
დასრულდა ტრენინგების კურსი ახალგაზრდებისთვის, რომელსაც ჟურნალისტთა ასოციაცია „მეცენატი“ ცესკო-ს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებდა.
მეცენატის დირექტორის მაია ყალაბეგაშვილის თქმით, პროექტი, რომლის ფარგლებში 40 ახალგაზრდა გადამზადდა, ითვალისწინებდა მათ ინფორმირებას საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით.
„ჟურნალისტთა ასოციაცია „მეცენატი“ უკვე მესამე წელია, რაც საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის პროექტებს ახორციელებს. წელს პირველად გამოცხადდა პროექტი, რომელიც ახალგაზრდების ინფორმირებას ისახავდა მიზნად. გვქონდა სხვადასხვა აქტივობა, დავბეჭდეთ ფლაერი, რომელიც გავავრცელეთ ახალგაზრდების თავშეყრის ადგილებში, უნივერსიტეტში, ასევე და კოლეჯ აისსა და მის ფილიალებში. პროექტის მთავარი მიმართულება იყო ტრენინგები, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდები კახეთის სხვადასხვა მუნიცილიტეტიდან. ისინი ძალიან აქტიურები და მოტივირებულები იყვნენ. მე, როგორც ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, პროექტს შევაფასებდი როგორც უნიკალურს. ჩვენდა სამწუხაროდ, არჩევნებში ახალგაზრდების ჩართულობა ძალიან დაბალია. ამიტომ ტრენინგების საშულებით მათთვის მნიშვნელოვანია სწორი მესიჯების მიწოდება. ტრენერმა, ქალბატონმა ნინო იოსელიანმა კარგად შეძლო მათი დაინტერესება, რამდენიმემ გამოთქვა კიდეც სურვილი, რომ ჩაერთოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებულ სხვადასხვა აქტივობაში.“

ტრენინგის ერთ-ერთი მონაწილის ნინო ოთარიშვილის თქმით, მისთვის ეს სამი დღე ნაყოფიერი და ბევრის მომცემი იყო.
„პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის ორგანიზატორებს ამ ბედნიერი და ნაყოფიერი სამი დღისთვის. ვთვლი, რომ ახალგაზრდებისთვის აუცილებელია მსგავსი ტიპის ტრენინგები. ჩემთვის, როგორც დემოკრატიული ქვეყნის სრულფასოვანი წევრისთვის, და მომავალში უკვე ამომრჩევლისთვის, ეს სემინარები ძალიან მნიშვნელოვანი იყო. როდესაც 2020 წელს არჩევნებზე წავალ, ყველა წესის დაცვით დავაფიქსირებ საკუთარ აზრს. “

მაია გელაშვილი კმაყოფილია ტრენინგებით და ამბობს, რომ არჩევნებში ახალგაზრდების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.
„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჟურნალისტთა ასოციაცია „მეცენატს“, ორგანიზატორებს, რომლებმაც ხელი შეუწყეს აღნიშნული პროექტის განხორციელებას. მადლობა ცესკო-ს, რომელმაც იზრუნა ახალგაზრდებზე, რათა აღგვემაღლებინა ცნობიერება საარჩევნო პროცესების მიმართულებით. ვფიქრობ, პოლიტიკურ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ კუთხით კარგი გამოცდილება და ცოდნა მივიღეთ, რაც სამომავლოდ გამოგვადგება. გვექნება შესაბამისი ცოდნა როგორც ამომრჩეველს, ისე არჩევნებში ჩართულ პირებს. გაგვიხარდება თუ მსგავსი პროექტები კვლავ განხორციელდება. ჩემზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა იმიტირებულმა არჩევნებმა.“

იმიტირებული არჩევნები საინტერესო აღმოჩნდა თამუნა ზირაქაშვილისთვისაც. როგორც მან აღნიშნა, აქვს სურვილი და მოტივაცია, რომ მსგავს პროექტებში მომავალშიც მიიღოს მონაწილეობა.

„ჩემი აზრით, ეს პროექტი იყო ნაყოფიერი არამარტო ჩემთვის, არამედ მთლიანი ჯგუფისთვის. ტრენინგმა მომცა ბევრი საინტერესო ინფორმაცია, რაც ჩემი მომავალი მიზნების მისაღწევად დამეხმარება. ყველაზე მეტად მომეწონა იმიტირებული არჩევნები. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენ ტრენერს და ორგანიზატორებს. ძალიან კარგი იქნება მსგავსი პროექტები თუ გაგრძელდება. აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას, რადგან ეს გვაძლევს დიდ გამოცდილებას განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც პირველ ნაბიჯებს ვდგამთ, ამ მიმართულებით.“

შეგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში ტრენინგები ორ ეტაპად მიმდინარეობდა. ამ ხნის განმავლობაში ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია შემდეგი მოდულების შესახებ: დემოკრატიული არჩევნებისა და არჩევნების გზით ქვეყნის მართვის პროცესში ამომრჩევლის მონაწილეობის მნიშვნელობა; საქართველოში სახელმწიფო მოწყობისა და არჩევითი ორგანოების ფორმირების წესი; ელექტორატსა და მის მიერ არჩეულ ინსტიტუციებს შორის ანგარიშვალდებულების პრინციპები; კენჭისყრის დღის პროცედურები; ასევე მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ არჩევნებში.
სემინარს საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე კვალიფიციური ტრენერი ნინო იოსელიანი უძღვებოდა. ტრენინგები მიმდინარეობდა სასტუმროში „ახაშენი ღვინის კურორტი“.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ზოგიერთი გურჯაანელისთვის ინფრასტრუქტურაა შესაცვლელი, ზოგს ქალაქში
სისუფთავის ხარისხი არ მოსწონს, ზოგისთვის კი ყველაფერი მისაღებია.
გაიგეთ, რას ფიქრობენ გურჯაანელები საკუთარ მუნიციპალიტეტზე.
ზოგიერთი გურჯაანელისთვის ინფრასტრუქტურაა შესაცვლელი, ზოგს ქალაქში სისუფთავის ხარისხი არ მოსწონს, ზოგისთვის კი ყველაფერი მისაღებია. გაიგეთ, რას ფიქრობენ გურჯაანელები საკუთარ მუნიციპალიტეტზე.
20:35 / 23.07.2019
28 წლის საგარეჯოელი რამაზ მელიქიძე გადაშენების პირას მყოფი ქართული
ნაგაზის მოშენებითაა დაკავებული. ბავშვობის ოცნება - ამ ჯიშის ძაღლები
ჰყოლოდა, აიხდინა.
28 წლის საგარეჯოელი რამაზ მელიქიძე გადაშენების პირას მყოფი ქართული ნაგაზის მოშენებითაა დაკავებული. ბავშვობის ოცნება - ამ ჯიშის ძაღლები ჰყოლოდა, აიხდინა.
18:16 / 23.07.2019
55 წლის ლეილა მამისაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ
არაშენდაში ცხოვრობს. რამდენიმე წელია სოფლის მეურნეობის სფეროში
აქტიურად ჩაერთო. ზრუნავს ფუტკრებზე, ჰყავს მეხორცული ჯიშის ქათმები,
მუშაობს ვენახში და მოჰყავს აბრეშუმის ჭია.
55 წლის ლეილა მამისაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში ცხოვრობს. რამდენიმე წელია სოფლის მეურნეობის სფეროში აქტიურად ჩაერთო. ზრუნავს ფუტკრებზე, ჰყავს მეხორცული ჯიშის ქათმები, მუშაობს ვენახში და მოჰყავს აბრეშუმის ჭია.
17:37 / 01.07.2019
"ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ძალიან განსხვავებულია იმისგან, რასაც რუსული მედია ყვება“, - ამბობს ალექსეი რომანოვი თავის სიუჟეტში.
11:25 / 24.06.2019
თელავში მდებარე
თელავში მდებარე "ნადიკვარის პარკი", როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვისაც გამორჩეულად საყვარელი ადგილია. პატარებს განსაკუთრთებით ატრაქციონები იზიდავთ.
14:37 / 16.06.2019
სხვა ამბები
სტუდენტთა საშემოდგომო მობილობის ვადები ცნობილია. რეგისტრაცია 31 ივლისს დაიწყება და 21 აგვისტოს დასრულდება.  
15:53 / 29-07-2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 24 საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წლისთვის 619 პირველკლასელი დარეგისტრირდა. გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის განმარტებით, რიცხვი შარშანდელთან შედარებით გაზრდილია.
15:32 / 25-07-2019
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთა რეგისტრაცია 2 აგვისტოს დაიწყება და 20 აგვისტომდე გაგრძელდება.
16:10 / 23-07-2019
1. საერთაშორისო თანამშრომლობა - ეს ამბავი მნიშვნელოვანია, რაკი ევროპული სტანდარტები კარგი რამეა, პასუხისმგებლობაც უფრო დიდია, როცა სადაზღვევო კომპანიის უკან რომელიმე დიდი, მსოფლიო ან ევროპული დონის კომპანია დგას და ა.შ.
14:05 / 19-07-2019
სექტემბრიდან ქართულ სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ დაბრუნდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
14:40 / 15-07-2019
აბიტურიენტებისთვის საინტერესოა, თუ როდის გამოქვეყნდება მათი ნამუშევრების პირველადი შედეგები. ამ კითხვით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზის ოპერატორს მივმართეთ.
17:26 / 11-07-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« აგვისტო 2019 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.