ვიდეო
ნადიკვარი-თელაველების საყვარელი ადგილი [Video]
თელავში მდებარე "ნადიკვარის პარკი", როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვისაც გამორჩეულად საყვარელი ადგილია. პატარებს განსაკუთრთებით ატრაქციონები იზიდავთ. სულიკო პაპუნაშვილი, რომელიც აქ სათამაშოებით ვაჭრობს, ამბობს, რომ თუკი სცენა გადაიხურება და კონცერტები ხშირად ჩატარდება, პარკში უფრო მეტი ადამიანი ივლის და მასაც მეტი კლიენტი ეყოლება.


თელავში მცხოვრები ელენე კაჭკაჭიშვილი მეგობრებთან ერთად, ნადიკვარზე ხშირად მიდის.

"აქ სასიამოვნო გარემოა. კარგი იქნება, თუ კონცერტები ხშირად ჩატარდება, რადგან უფრო ბევრი ადამიანი მოვა, გაერთობა და საშუალება ექნებათ, რომ განიტვირთონ.“

თელავის მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელს პარკის რეაბილიტაციას გეგმავს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 390 000 ლარამდე თანხა გაიხარჯება.
| Print |
FaceBook Twitter Google